თეგებით ძიება

„ბევრ ფულს შოულობენ ფეისბუქზე განსხვავებული აზრის დაბლოკვისთვის“ - ზურაბ ხაჩიძე მარკ ცუკერბერგს დახმარებას სთხოვს

მომღერალი და ვიცე-გუბერნატორი, ზურაბ ხაჩიძე ფეისბუქის დამფუძნებელს დახმარებას სთხოვს და აცხადებს, რომ დევნის მსხვერპლია.

ზურაბ ხაჩიძემ მარკ ცუკერბერგს კომენტარი მისი ჰელოუინის ფოტოს ქვეშ დაუტოვა, სადაც ამტკიცებს, რომ ფეისბუქის ადმინისტრაცია დევნის განსხვავებულ აზრს საქართველოში და ბლოკავს მმართველი პარტიის მხარდამჭერების კომენტარებს.

ხაჩიძის თქმით ამის უკან დიდი ფული და "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესების დგას.

გთხოვთ გადაამოწმოთ ქართული ფეისბუქის ადმინისტრაცია და ჩექერები. ისინი მხარს უჭერენ მხოლოდ ერთ პოლიტიკურ პარტიას და ბლოკავენ ადამიანებს, რომლებსაც განსხვავებული აზრი აქვთ. ასევე ამ პარტიიდან (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) ბევრ ფულს შოულობენ ფეისბუქზე განსხვავებული აზრის დაბლოკვისთვის.  შეამოწმეთ გთხოვთ", - წერს ზურაბ ხაჩიძე.

მომღერალი და ვიცე-გუბერნატორი ზურაბ ხაჩიძე Facebook-ის დამფუძნებელს დახმარებას სთხოვს

წყარო: ტვ პირველი


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა