აშშ უკრაინას დამატებით 425 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს
შეერთებული შტატები უკრაინისთვის 425 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს აანონსებს. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.
მათი განცხადებით, უკრაინას დახმარება ამერიკული არმიის მარაგებიდან გადაეცემა. პაკეტში შედის NASAMS და HIMARS სისტემების რაკეტები, Stinger-ის ტიპის რაკეტები, დრონების საწინააღმდეგო c-UAS აღჭურვილობა და საბრძოლო მასალა, "ჰაერი-მიწა" კლასის რაკეტები, 155 მმ და 105 მმ საარტილერიო ჭურვები, ტანკსაწინააღმდეგო TOW რაკეტები და ტანკსაწინააღმდეგო Javelin და AT-4 სისტემები, Stryker ჯავშანტრანსპორტიორები, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, სამედიცინო აღჭურვილობა და ა.შ.
სამხედრო დახმარების აღნიშნული პაკეტი აშშ-ის მხრიდან უკრაინისთვის 69-ეა 2021 წლის აგვისტოდან