თეგებით ძიება

“ქართული ოცნების“ სიტყვას აქვს ჩალის ფასი, იმიტომ რომ ოლიგარქია და ტირანია იხევს მხოლოდ დროებით და იგი არ გვაძლევს თავისუფლებას“ - პარტია ახალი

პარტია "ახალი"-ის ლიდერებმა ნიკა მელია და ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე პარტიის სახელით განცხადებები გააკეთეს და გამოეხმაურნენ ე.წ. აგენტების შესახებ კანონის ხელახლა ინიცირებას:

„დღეს „ქართული ოცნება“ აღარ არის მხოლოდ ქართული დემოკრატიისთვის საფრთხისშემცველი. ის არის ქართული სახელმწიფოებრიობისთვის საფრთხისშემცველი ძალა. ის ეღობება ჩვენს ისტორიულ მიზანს, რომელიც ქართველმა ხალხმა არაერთხელ გამოხატა როგორც მისი ისტორიული განვითარების მანძილზე, ასევე დღეის მდგომარეობითაც. ეს არის ჩვენი ევროკავშირში წევრობა.

მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენი პარტია, "ახალი", გააკეთებს ყველაფერს, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. ეს არის ჩვენი შექმნის მთავარი საფუძველი. ის, რომ ქართველი ხალხი შევიყვანოთ მის ისტორიულ ოჯახში - ევროკავშირში“

მინდა მივმართო დასავლელ პარტნიორებს, ნუ ენდობით „ქართულ ოცნებას“. “ქართული ოცნების“ სიტყვას აქვს ჩალის ფასი, იმიტომ რომ ოლიგარქია და ტირანია იხევს მხოლოდ დროებით და იგი არ გვაძლევს თავისუფლებას“, - აღნიშნა გვარამიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა