შოკოლადის ჭამის შემდეგ, ბავშვები ნარკოტიკული ნივთიერებებით მოიწამლნენ - სად მოხდა შემთხვევა?
ერთი კვირის განმავლობაში სამი ბავშვი ნარკოტიკული ინტოქსიკაციის ნიშნებით კიევის საავადმყოფოში მოათავსეს.
„ერთი კვირის განმავლობაში ჩვენს დაწესებულებაში, სამი ბავშვი შემოიყვანეს ტკბილეულში შემავალი ნარკოტიკული ნივთიერებებით ინტოქსიკაციის ნიშნებით“, - ნათქვამია განცხადებაში.
მათი განმარტებით, 23 მარტს, ერთი ოჯახიდან ორი ბავშვი გონების დარღვევის, სისუსტის და ღებინების გამოვლინებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„უმცროსი ბავშვი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. მათი მდგომარეობის მიზეზი კანაფი იყო. წინა დღით ორივე ბავშვმა მოიხმარა ჰუმანიტარული შოკოლადი უეტიკეტო შეფუთვაში", - აცხადებენ ექიმები.
კლინიკაში განაცხადეს, რომ 26 მარტს ბავშვი შეიყვანეს ფსიქომოტორული აგზნების მდგომარეობაში ჰალუცინაციებითა და ღებინებით, გაფართოებული გუგებით და კუნთების ტონუსის დაქვეითებით.
ექიმები მშობლებს მოუწოდებენ, შეისწავლონ იმ პროდუქტების შემადგენლობა, რომლებსაც შვილებს აძლევენ.
ექიმებმა ამ შემთხვევების შესახებ ინფორმაცია პოლიციას გადასცეს.