10 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ვერძი
შესაძლოა, უარი თქვათ ადრე დადებულ ხელშეკრულებაზე, გათავისუფლდეთ არაფრის მომტანი კავშირისაგან. შეეცადეთ, რაც შეიძლება სწრაფად გადაერთოთ პოზიტიურ თემებზე და შეიტანოთ სიახლეები თქვენს პირად ცხოვრებასა თუ საქმიანობაში.
კურო
ნუ გაექცევით პასუხისმგებლობას და ეძიეთ გზები არსებული პრობლემების მოსაგვარებლად. ნუ ჩაიციკლებით , კარგად გაიაზრეთ ყველაფერი და გაითვალისწინეთ მიღებული გამოცდილება მომავალ საქმიანობაში.
ტყუპები
მატულობს თქვენი რწმენა და თავდაჯერებულობა, ყოველდღიურად უფრო შესამჩნევი ხდება სასიკეთო ცვლილებები როგორც პირად, ასევე საქმიან სფეროშიც, შეინარჩუნეთ ზომიერება და ეცადეთ, არ შეცვალოთ დამოკიდებულება ირგვლივ მყოფებთან.
კირჩხიბი
ნებისმიერ საქმეს მარტივად გაართმევთ თავს გონივრული ქმედებითა და დიპლომატიით, ხოლო თქვენი დამაჯერებელი არგუმენტების წინაშე მოწინააღმდეგეები ფარ-ხმალს დაყრიან, ამგვარად, მართვის სადავეები თქვენს ხელში აღმოჩნდება.
ლომი
წარმატებას ელოდეთ პირად-სასიყვარულო სფეროში, დაოჯახებული ლომები კი აღმოაჩენენ, რომ ძველი გრძნობები არსად არ გამქრალა. ემზადეთ გადამწყვეტი სასიკეთო და საინტერესო ცვლილებებისათვის.
ქალწული
ენდეთ ინტუიციას და ფაქტებს, გამოიყენეთ თქვენი ცხოვრებისეული გამოცდილება და ნაკლებად ენდეთ სხვათა აზრებს. დაგეგმეთ მოკლევადიანი პროექტები და ობიექტურად შეაფასეთ საკუთარი შესაძლებლობა, რათა თქვენი შრომა იყოს ნაყოფიერი.
სასწორი
მიმოიხედეთ ირგვლივ და შეეცადეთ, ირგვლივ პოზიტიური ფერები დაინახოთ, იგრძენით სამყაროს დიდებულება და მალე დარწმუნდებით, რომ განწყობაც კი გამოკეთდება. ელოდეთ სასიხარულო მოულოდნელობას საყვარელი ადამიანისგან.
მორიელი
მეტი ყურადღება დაუთმეთ ახლობლებს, კარგი იქნება თუ მოიძიებთ მივიწყებულ მეგობრებს, შესაძლოა, წარსული სიყვარულის დაბრუნებაც გახდეს აქტუალური, შეეცადეთ, გამოიყენოთ ეს დღე ადრე დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად.
მშვილდოსანი
ნუ შეეცდებით ფარული გზებით თუ ხერხებით მოქმედებას და არ დაგავიწყდეთ მოწინააღმდეგეთა ინტერესები. გაითვალისწინეთ ყველა ასპექტი და ნუ გაართულებთ ვითარებას, თვალი გაუსწორეთ რეალობას.
თხის რქა
იზრუნეთ საკუთარ თავზე და ჯანმრთელობაზე. შეეცადეთ, თავიდან აირიდოთ კამათი და დაპირისპირებები, საუკეთესო გამოსავალი, ამ ეტაპზე, მოწინააღმდეგეთა ქმედების უგულებელყოფაა. დღეს, სჯობს, საერთოდ გაეცალოთ გამაღიზიანებელ სიტუაციას.
მერწყული
დღეს, არ იქნება სასიკეთო ირგვლივ მყოფთა რჩევები თუ რეკომენდაციები ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. შესაძლოა, გართულდეს პირადი ურთიერთობებიც, მაგრამ ყველაფერი დროებითია და მალე მოგვარდება.
თევზები
ნუ წამოიწყებთ რაიმე ახალს ამ არასტაბილურ პერიოდში, შემოიფარგლეთ ჩვეული საქმეებით და მიჰყევით გაკვალულ გზას, სიახლეები გადადეთ, იმ დროისთვის, როდესაც ირგვლივ მეტი სტაბილურობა იქნება.