როგორ დაასრულეს ავტორიტარმა მმართველებმა, რომლებიც დემოკრატიასა და თავისუფლებას ებრძოდნენ
ავტორიტარიზმი მმართველობის ანტიდემოკრატიული ფორმაა, რომელიც საზოგადოების კონტროლისკენ ისწრაფვის და აბსოლუტური ძალაუფლებისთვის დევნის ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოებას თუ ადამიანთა უფლებებს. ავტორიტარულ რეჟიმებს ერთმანეთისგან ავტორიტარიზმის ხარისხი განასხვავებთ. სტატიაში გაეცნობით თანამედროვეობის სასტიკი ავტორიტარების ბედს, რომელთაც თავი უზენაესი და ხელშეუხებლები ეგონათ.
ნიკოლაე ჩაუშესკუ
ნიკოლაე ჩაუშესკუ იყო კომუნისტური რუმინეთის ერთპიროვნული მმართველი 1965-1989 წლებში. თავდაპირველად, ჩაუშესკუ სოციალისტური ბლოკის სხვა ლიდერებთან შედარებით ლიბერალური მიდგომებით გამოირჩეოდა. 1970-იან წლებში ჩინეთსა და ჩრ. კორეაში ბელადის კულტით მოხიბლული ჩაუშესკუ რუმინეთში ტოტალიტარული პოლიტიკის გატარებას იწყებს. მისი პორტრეტები მთელს რუმინეთში იყო გამოფენილი. მიუხედავად სხვადასხვა რეფორმისა, დიქტატორი ქვეყანაში მის მოწინაღმდეგეებს სასტიკად დევნიდა. 1980-იან წლებში რუმინეთში, ისევე როგორც სოციალისტური ბლოკის ყველა ქვეყანაშ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა შეიქმნა. 1989 წლის დეკემბერში რუმინეთი სამოქალაქო მღელვარებამ მოიცვა, რომლის საბაბიც პასტორი ლასლო ტოკეშის დაპატიმრების მცდელობა გახდა. მისი მრევლის მიერ ქალაქ ტიმიშოარაში დაწყებული პროტესტი მთელს ქვეყანას მოედო და საბოლოოდ სისხლიან რევოლუციაში გადაიზარდა. დემონსტრანტთა დარბევებმა და მკვლელობამ ვერ უშველა დიქტატორს. მის მიერ ორგანიზებულმა კონტაქციამ, სადაც ათიათასობით ადამიანი იძულებით შეკრიბეს ბუქარესტში შედეგი არ გამოიღო, ჩაუშესკუს ხალხმა არ მოუსმინა და გაქცევა მოუწია. თუმცა ვერც გაქცევა მოახერხა, საბოლოოდ ის დაიჭირეს და 1989 წლის 25 დეკემბერს დახვრიტეს. კომუნისტური რეჟიმი დაემხო.
სლობოდან მილოშევიჩი
სლობოდინ მილოშევიჩი იყო იუგოსლავიის პრეზიდენტი 1989-2000 წლებში, რომელიც პირველი ევროპული მმართველო აღმოჩნდა ვინც საერთაშორისო ტრიბუნალზე გასამართლდა ომის დანაშაულებისა და გენოციდის ბრალდებით. 1990-იან წლებში იუგოსლავიური ომების დროს, ადგილი ჰქონდა მრავალ დანაშაულს ეთნიკურ ნიადაგზე. 1999 წელს კოსოვოს ომისას ნატომ სერბეთი დაბომბა. სერბეთში ოპოზიციური განწყობები ძლიერდება, მილოშევიჩს კი სანქციები ედება. ავტორიტარი ყველაფერს აკეთებს ქვეყნის შიგნით დემოკრატიის დასხშობად. 2000 წელს გამართული საპრეზიდენტო არცევნების გაყალბების შემდეგ, მასობრივი საპროტესტო გამოსვლეების შედეგად მისი ხელისუფლება დაემხო. 2001 წელს ის დააპატიმრეს და გადასცეს ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს. მილოშევიჩი პატიმრობაში გარდაიცვალა 2006 წელს.
მუამარ კადაფი
ახლო აღმოსავლეთის ყველაზე დღეგრძელი დიქტატორის მმართველობა 2011 წლის 20 ოქტომბერს, სამოქალაქო ომის შედეგად მისი სიკვდილით დასრულდა. კადაფი ლიბიას 42 წლის მანძილზე მართვადა. ის ხელისუფლებაში სამხედო გადატრიალების შემდეგ მოვიდა. კადაფი თავს აფრიკის მეფეთ მეფეს უწოდებდა, ქვეყანაში უმკაცრესი ტოტალიტარული რეჟიმი ჰქონდა და ხელს უწყობდა ტერორიზმს. 2011 წელს დაწყებულმა საპროტესტო ტალღამ "არაბული გაზაფხულის" სახელით, მოიცვა ლიბიაც. კადაფი კლავდა დემონსტრანტებს, სიტუაცია შეიარაღებულ დაპირისპირებამდე მივიდა. დასავლელმა მოკავშირეებმა გაეროს რეზოლუციის შემდეგ კადაფის რეჟიმზე წერტილოვანი საჰაერო დარტყმები განახორციელეს. კადაფი განიდევნა ხელისუფლებიდან, მის იპოვეს ქუჩაში 2011 წლის 20 ოქტომბერს, როდესაც ბრბო ფიზიკურად გაუსწორდა და ცემაში მოკლა.
სადამ ჰუსეინი
ერაყის ყოფილი ლიდერი სადამ ჰუსეინი კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისათვის სიკვდილით დასაჯეს. სადამი ბაღდადში ჩამოახრჩეს ერაყის უმაღლესი სასამართლოს მიერ მიღებული ვერდიქტის საფუძველზე 2006 წლის 30 დეკემბერს. ის ერაყს 1979-2003 წლებში განაგებდა. სასტიკად ლახავდა ადამიანის უფლებებს, მხარს უჭერდა ტერორიზმს და ატერორებდა მოსახლეობას. 1982 წელს მისი ბრძანებით 148 შიიტი მოკლეს. 2003 წელს აშშ-ის სამხედო ძალები მოკავშირეებთან ერთად შეიჭრნენ ერაყში და ადგილობრივთა მხარდაჭერით დაამხეს ჰუსეინის რეჯიმი. გაქცეული დიქტატორი ამერიკელმა ჯარისკაცებმა იპოვეს და დააპატიმრეს, 2006 წელს კი ჩამოახრჩვეს.
ავტორი: გიორგი აბულაძე