თეგებით ძიება

1 მგზავრი დაიღუპა და 7 დაშავდა - თურქეთში საბაგიროს კაბინა ჩამოვარდა

თურქეთში, ანტალიაში, საბაგიროს კაბინა დაზიანდა, რის შედეგადაც 1 მგზავრი დაიღუპა და 7 დაშავდა, მათ შორის, 2 ბავშვია. ინფორმაციას თურქულ მედიაზე დაყრდნობით, რუსთავი 2-ის ვებ-გვერდი ავრცელებს.

ინციდენტი დასავლეთ ანტალიაში, კონიაალტის პლაჟისა და მთის დამაკავშირებელ ფუნიკულიორზე მოხდა.

დაშავებულები, სამაშველო ვერტმფრენის დახმარებით, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულები არიან მეხანძრე-მაშველები.

საბაგირო კალათის დაზიანების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა