თეგებით ძიება

ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე პრეზიდენტის ადმინისტრაციას პროტესტის ნიშნად ტოვებს - "არავის პატიმრობა არ მიხარია, თუმცა..."

ფო­ტოგ­რა­ფი გი­ორ­გი აბ­და­ლა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მიერ ლა­ზა­რე გრი­გო­რი­ა­დი­სის შე­წყა­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია და ტო­ვებს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში სამ­სა­ხურს:

"ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში მი­ვი­ღე რთუ­ლი და ამას­თა­ნა­ვე, სა­მარ­თლი­ა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, დღეს მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა დავ­ტო­ვო სამ­სა­ხუ­რი, ბევ­რი ბრძო­ლა მაქვს გავ­ლი­ლი, არა­ვის პა­ტიმ­რო­ბა არ მი­ხა­რია, თუმ­ცა, ვფიქ­რობ, რომ პრე­ზი­დენ­ტის დღე­ვან­დე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არის ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნია შე­უ­რა­ცხყო­ფა, ვინც სამ­შობ­ლოს ემ­სა­ხუ­რე­ბა“, - წერს გი­ორ­გი აბ­და­ლა­ძე.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მარ­ტის აქ­ცი­ებ­ზე პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის ხელ­ყო­ფის და სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ ლა­ზა­რე გრი­გო­რი­ა­დისს შე­ი­წყა­ლებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა