თეგებით ძიება

„კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება ორთავიანი არწივის ფრთის ქვეშ. ქართველებო, არ მისცეთ ამის გაკეთებას უფლება“ - ბორის აკუნინი

წარმოშობით ქართველი მწერალი  ბორის აკუნინი, იგივე გრიგოლ ჩხარტიშვილი საქართველოში, რუსული კანონის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და წერს:

"..მაგრამ საქართველო ჩემთვის უცხო არ არის. დავიბადე საქართველოში, მყავს ბევრი ნათესავი და მეგობარი და მაწუხებს, როცა ვხედავ დემოკრატიულ ქვეყანას, რომელიც იმავე ფერდობზე მოსრიალებს, საიდანაც რუსეთი უფსკრულში ჩავარდა.

ჩვენ უნდა გვეშინოდეს არა პოლიტიკური ოპოზიციის ან პრესის, არამედ პუტინიზმის.

გეშინოდეთ არა მხოლოდ გარედან, არამედ შიგნიდან შემოჭრის. და ეს არის ზუსტად ის, რაც ახლა ხდება. პუტინიზმი ცდილობს შენს სახლში დამკვიდრებას - შენივე ხელისუფლების ინიციატივით....

ჩვენ ეს ვიცით, გავიარეთ. ჯერ "უცხოური აგენტები", შემდეგ "მეხუთე კოლონა", შემდეგ "ტერორისტები და ექსტრემისტები" და შემდეგ საქართველოს არ ეყოლება მეგობრები პუტინის რუსეთის გარდა. კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება ორთავიანი არწივის ფრთის ქვეშ.

ქართველებო, არ მისცეთ ამის გაკეთებას უფლება. დაიცავით თქვენი თავისუფლება." წერს აკუნინი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა