თეგებით ძიება

„აკა მორჩილაძე, თუ მის ტექტსებს კარგად იცნობ, ვერ გამოჭიმავდა პლაკატს - არა, რუსულ კანონსო! დანარჩენი კი თქვა კაცმა“ - მაია ცირამუა

ფსიქოლოგი, მაია ცირამუა მწერალ აკა მორჩილაძის წერილს სოციალურ ქსელში წხმაურება და წერს:

„კითხვა დაუსვეს და უპასუხა. როცა ვკითხულობდი, მისი  ბუბუნა ხმა მესმოდა.  სევდითაა სავსე, რაც წავიკითხე.  აკა მორჩილაძე, თუ მის ტექტსებს კარგად იცნობ, ვერ გამოჭიმავდა პლაკატს - არა, რუსულ კანონსო.  როგორი არაბუნებრივი იქნებოდა ეს. დანარჩენი კი თქვა იმ კაცმა. 

და  თუ აქაურობას გადავხედავთ, კი გვაქვს საქმე დასასევდიანევლად, ერთმანეთს დავერიეთ. აკასაც შევდექით.  

რა დროს ერთმანეთის ჭამაა - ერთად უნდა ვიყოთ. ჩვენს შორის ყველანაირი ადამიანი იქნება - სევდიანიც, ოპტიმისტიც, ცინიკოსიც ( ეს რო დავწერე თვალწინ დამიდგა ერთი აქაური კაცი ), ეჭვიანიც  და ა. შ. 

ყველა ერთნაირი როგორ ვიქნებით?! მთავარია ყველას ერთნაირად გვიყვარდეს ეს ქვეყანა და გვინდოდეს მისი თავისუფლება.

პ.ს. პათეთიკური ტექსტები რო გაღიზიანებთ, ეგ ხალხიც მიყვარხართ!“


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა