თეგებით ძიება

„ათასობით ადამიანი შეეწირა დასმენას, ანონიმურ წერილებს და ამას გვიბრუნებენ…” - ეკა ტოგონიძე

„რუსთაველზე სრული განცდა დამეუფლა რომ ეს იყო რეფერენდუმი… ცოცხალი რეფერენდუმი, როცა შენი გამოსვლით ადასტურებ, რომ ირჩევ ევროპას,“ – ეს განცხადება  გადაცემაში „რეაქცია“ პროზაიკოსმა ეკატერინე  ტოგონიძემ გააკეთა. გადაცემის თემა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი იყო:

„რუსთაველზე სრული განცდა დამეუფლა რომ ეს იყო რეფერენდუმი, ცოცხალი, როცა შენი გამოსვლით ადასტურებ რომ ირჩევ ევროპას…

მოგვისმინონ ჩვენ, ადამიანებს! რომელ დემოკრატიაზეა ლაპარაკი, რომელ ხალის მმართველობაზე, როდესაც მუდმივად გაქვს განცდა, რომ შენი გადასახადებით მიღებული ხელფასებით ისინი ანტისახელმწიფოებრივ საქმეს სჩადიან, ამ ფულს იპარავენ და არჩევნების წინ, როდესაც ერთადერთი დემოკრატიული ინსტრუმენტი არის თავისუფალი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები, სპობ ამ ორ ინსტიტუტს, რა ძნელი გამოსაცნობია, ნეტა, რას ემსახურება ეს კანონი?

ეს დასმენების ინსტიტუტი… ჩვენ იმ უბედური ერის შვილები ვიყავით ვისაც ამ სიტყვაზე აჟრიალებს და ცუდად ხდება, რადგან ასი ათასობით ადამიანი შეეწირა დასმენას, ანონიმურ წერილებს და  ამას გვიბრუნებენ, ანონიმური, ან არაანონიმური განცხადების საფუძველზე, ამ კანონით უკვე კანონიერად შეეძლებათ შეამოწმონ ორგანიზაცია…”- განაცხადა ტოგონიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა