თეგებით ძიება
21. 04. 2024 მსოფლიო

„დახმარების გამოყოფით, აშშ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აიძულებს, იბრძოლონ უკანასკნელ უკრაინელამდე“ - ვოლოდინი

აშშ-ის მიერ უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების გამოყოფას რუსეთის დუმის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის ვიაჩესლავ ვოლოდინი ეხმაურება. მისი შეფასებით, დახმარების გამოყოფით, შტატები უკრაინის შეიარაღებულ ძალებს „უკანასკნელ უკრაინელამდე ბრძოლას“ აიძულებს.

ვოლოდინის აზრით, ეს დახმარება ბრძოლის ველზე სიტუაციას ვერ შეცვლის.

„თავისი გადაწყვეტილებით, შეერთებული შტატები უკრაინას აიძულებს, იბრძოლონ უკანასკნელ უკრაინელამდე, საბოლოოდ დაასამარონ ეკონომიკა და წაართვან მას მომავალი. 

P. S. თუმცა, ეს, ბროლის ველზე სიტუაციას ვერ შეცვლის. კიევის დანაშაულებრივი რეჟიმი მარცხს იწვნევს.

თუმცა, მთავარი სხვა რამ არის - ის ფულიც კი, რომელიც კიევამდე ჩავა, დასაბრუნებელი იქნება. ეს ხანგრძლივი იჯარაა, რომლიდანაც ვერ ამოვლენ“, - წერს ვოლოდინი Telegram არხზე. 

შეგახსენებთ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 61 მილიარდი დოლარის ოდენობის უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფას მხარი 20 აპრილს დაუჭირა. ქვეყნისთვის ამ დახმარების პაკეტის გამოყოფის საკითხი კონგრესში თვეების განმავლობაში იყო გაყინული. ამ ფონზე, უკრაინელი ლიდერები საბრძოლო მასალების დეფიციტსა და დროული დახმარების კრიტიკულ აუცილებლობაზე მიუთითებდნენ. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა