საკუთარი თავის დასაცავად საუკეთესო გზაა, დავეხმაროთ უკრაინას თავისუფლებისთვის ბრძოლაში - კაია კალასი
საკუთარი თავის დასაცავად საუკეთესო გზაა დავეხმაროთ უკრაინას თავისუფლებისთვის ბრძოლაში, - ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი აშშ-ს გადაწყვეტილებას უწონებს. საქმე უკრაინისთვის 61 მლრდ დოლარის დამტკიცებას ეხება.
კალასის თქმით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის გადაწყვეტილება გადამწყვეტი და სწორი იყო.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის გადაწყვეტილება, უკრაინისთვის გადაუდებელი სამხედრო დახმარების გაგზავნის შესახებ, გადამწყვეტი და სწორია. საკუთარი თავის დასაცავად საუკეთესო გზაა დავეხმაროთ უკრაინას თავისუფლებისთვის ბრძოლაში გამარჯვებაში. ვიმედოვნებთ, რომ ეს ხმა ყველა მოკავშირეს წაახალისებს, გადახედონ თავიანთ საწყობებს და გააკეთონ მეტი, - ამბობს კაია კალასი.