თეგებით ძიება
21. 04. 2024 მსოფლიო

რატომ აიკრძალა თურქმენეთში თეთრის გარდა ყველა ფერის მანქანა?

თურქმენეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანაში მხოლოდ თეთრი ფერის ავტომობილები იმოძრავებენ. თავდაპირველად თურქმენეთში შავი ფერის ავტომობილები აიკრძალა. მიზეზითურქმენეთის პრეზიდენტის ცრურწმენა იყო იმის შესახებ, რომ თეთრ ფერს იღბალი და წარმატება მოაქვს.

რეფორმის დროს, პოლიციამ მფლობელებს მუქი მანქანები ჩამოართვა და განუცხადა, რომ თუ მათი დაბრუნება სურდათ, ვერცხლისფრად ან თეთრად უნდა შეეღებათ.

ახალი წესების შემოღების შემდეგ, მანქანების შეღებვა მკვეთრად გაძვირდა და 18 000 მანათი გაახდა, რაც ოფიციალური კურსით 5 143 დოლარის ტოლია. ამასთან, თურქმენეთში თეთრი ფერის საღებავის დეფიციტი შეიქმნა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა