თეგებით ძიება
21. 04. 2024 მსოფლიო

აშშ უკრაინას იარაღსა და საბრძოლო მასალას რამდენიმე დღეში მიაწვდის

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მრავალთვიანი დისკუსიების შემდეგ დაამტკიცა უკრაინისთვის დახმარების გამოყოფა. ეს ნაწილია უფრო ფართო პაკეტისა, რომელიც ასევე ითვალისწინებს დახმარებას ვაშინგტონის სხვა მოკავშირეებისთვისაც, მათ შორის ისრაელისთვის და ტაივანისთვის.

შეერთებული შტატები უკრაინისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებას სამხედრო დახმარების შესახებ კანონპროექტზე ხელმოწერიდან რამდენიმე დღეში შეძლებს, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის უწყების პრესსპიკერმა, პატრიკ რაიდერმა განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი ლოგისტიკური ქსელი, რომელიც საშუალებას გვაძლევს გადავიტანოთ აღჭურვილობა ძალიან სწრაფად, როგორც ამას ადრე ვაკეთებდით“, - ციტირებს The New York Times-ი პატრიკ რაიდერს.

ამასთან, გამოცემას ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა განუცხადეს, რომ იარაღს პენტაგონის საწყობებიდან სარკინიგზო ტრანსპორტით გერმანიაში გადაიტანენ. კონკრეტულად რა შედის უკრაინის დახმარების ახალ პაკეტში, არ არის დაზუსტებული, მაგრამ, რაიდერის თქმით, სავარაუდოდ, იქნება დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა საჰაერო თავდაცვისა და არტილერიისთვის.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა