თეგებით ძიება
21. 04. 2024 მსოფლიო

რუსმა პოლიტიკოსმა ცოლი ერთი წლის შვილის თვალწინ მოკლა და მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა

რუ­სეთ­ში, სო­ცი­ა­ლურ­მა აქ­ტი­ვის­ტმა და დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­დატ­მა ევ­გე­ნი ნი­კოლ­სკიმ 36 წლის მე­უღ­ლე მოკ­ლა. პო­ლი­ტი­კოს­მა სა­ჯა­როდ აღი­ა­რა და­ნა­შა­უ­ლი და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა, რომ სწო­რად მო­იქ­ცა, რად­გან "მო­ღა­ლა­ტე“ მოკ­ლა.

შემ­თხვე­ვა ტვე­რის მახ­ლობ­ლად, რჟევ­სკის რა­ი­ონ­ში მოხ­და. 36 წლის ეკა­ტე­რი­ნას მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ, მა­მა­კა­ცი პო­ლი­ცი­ამ და­ა­კა­ვა. თუმ­ცა რო­გორც რუ­სუ­ლი მე­დია წერს, დამ­ნა­შა­ვე ამ­ჟა­მად სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, პო­ლი­ცი­ი­სა და ექი­მე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა, რად­გან მომ­ხდა­რის შემ­დეგ, ევ­გე­ნი მოკ­ლუ­ლის ძმამ სცე­მა.

ცნო­ბი­ლია, რომ მე­უღ­ლე­ებს შო­რის ჩხუ­ბი სო­ფელ ემე­ლი­ა­ნო­ვოს ად­გი­ლობ­რივ სკო­ლას­თან მოხ­და. რა დრო­საც ევ­გე­ნიმ ცოლს დანა კის­რის არე­ში და­არ­ტყა. ეკა­ტე­რი­ნეს ძმა წყვილ­თან ახ­ლოს იყო და სწო­რედ მან სცა­და დის­თვის პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბა გა­ე­წია, მაგ­რამ სი­ძემ ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცა.

"დიახ, ეს მე ჩა­ვი­დი­ნე. უარ­ყო­ფას არ ვა­პი­რებ და სა­ჭი­რო სას­ჯელს მი­ვი­ღებ. ახლა თა­ვა­წე­უ­ლი ვარ, რად­გან ყვე­ლა­ფე­რი სწო­რად გა­ვა­კე­თე. როცა გღა­ლა­ტობს ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც წლე­ბის მან­ძილ­ზე ჩუქ­ნი­დი შენს სულს, და­უს­ჯე­ლი არ უნდა დარ­ჩეს. არ მა­ინ­ტე­რე­სებს რა და­მე­მარ­თე­ბა, მაგ­რამ მა­ტყუ­ა­რამ მი­ი­ღო ის, რაც და­იმ­სა­ხუ­რა და შე­იძ­ლე­ბა იგი­ვე ბედი ეწი­ოს ყვე­ლა მის მსგავსს. ყვე­ლას მივ­მარ­თავ მხო­ლოდ ერთი თხოვ­ნით - მი­ხე­დეთ ჩემს ქა­ლიშ­ვილს... ის ჩემი სი­ცო­ცხლის უკა­ნას­კნე­ლი სტი­მუ­ლია...“, - წერს ნი­კოლ­სკი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ცნო­ბი­ლია, რომ მოკ­ლუ­ლი ქალი ეწე­ო­და სო­ცი­ა­ლურ აქ­ტი­ვო­ბებს, ას­წავ­ლი­და ბავ­შვებს ცეკ­ვას, ასე­ვე მუ­შა­ობ­და IT სფე­რო­ში. ერთი წლის წინ ნი­კოლ­სკე­ბი მშობ­ლე­ბი გახ­დნენ და ქა­ლიშ­ვი­ლი შე­ე­ძი­ნათ.

განაგრძეთ კითხვა


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა