თეგებით ძიება
22. 04. 2024 მსოფლიო

პოლონეთის ტერიტორიაზე ამერიკული ბირთვული იარაღის განთავსების შემთხვევაში რუსეთი საპასუხო ზომებს მიიღებს - პესკოვი

პოლონეთის ტერიტორიაზე ამერიკული ბირთვული იარაღის განთავსების შემთხვევაში რუსეთის ფედერაცია საპასუხო ზომებს მიიღებს , - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

დიმიტრი პესკოვი პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, ნატო-ს წევრების გადაწყვეტილების შემთხვევაში პოლონეთი მზად არის, რომ მის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღი განათავსოს.

„სამხედროები, რა თქმა უნდა, ასეთი გეგმების განხორციელების შემთხვევაში, სიტუაციას გააანალიზებენ და ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო საპასუხო ნაბიჯს გადადგამენ“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

ასევე, კრემლის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ აშშ-ის მიერ კიევისთვის გამოყოფილი სამხედრო დახმარება ბრძოლის ველზე სიტუაციას ვერ შეცვლის.

„ეს ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებას ვერ შეცვლის. რუსეთის შეიარაღებული ძალები, რომლებიც სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობენ, თავიანთ პოზიციებს აუმჯობესებენ. დინამიკა ყველასთვის გასაგებია“, - აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა