თეგებით ძიება
23. 04. 2024 მსოფლიო

გაეროს დამოუკიდებელი საგამოძიებო ჯგუფი - პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით პრობლემები აქვს

გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით პრობლემები აქვს, მაგრამ ისრაელს მტკიცებულებები, რომ სააგენტოს თანამშრომლები ტერორისტული დაჯგუფების წევრები არიან, ჯერ კიდევ არ წარმოუდგენია, - ამის შესახებ გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს დამოუკიდებელი საგამოძიებო ჯგუფის მიმოხილვაშია ნათქვამი.

„გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტო პალესტინელების ადამიანური და ეკონომიკური განვითარებისთვის შეუცვლელად რჩება“, - ნათქვამია მოხსენებაში.

გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს საგამოძიებო ჯგუფს საფრანგეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, კატრინ კოლონა ხელმძღვანელობდა.

დამოუკიდებელმა საგამოძიებო ჯგუფმა მუშაობა თებერვალში მას შემდეგ დაიწყო, რაც ისრაელმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ სააგენტოს 12 თანამშრომელი „ჰამასის“ მიერ ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულ 7 ოქტომბრის თავდასხმაში მონაწილეობდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა