კონგრესის მიერ თვეების განმავლობაში შეფერხებული სამხედრო დახმარება რუსეთის დასამარცხებლად საკმარისი არ იქნება - დმიტრო კულება
კონგრესის მიერ თვეების განმავლობაში შეფერხებული სამხედრო დახმარება რუსეთის დასამარცხებლად საკმარისი არ იქნება, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.
დმიტრო კულებამ დასავლეთის მოკავშირეებს მოუწოდა, გააძლიერონ იარაღის წარმოება უკრაინისთვის დახმარების გასაზრდელად.
„ვერცერთი ცალკეული დახმარების პაკეტი ვერ შეაჩერებს რუსებს. რუსეთს რაც გააჩერებს, არის მთელი უკრაინის და მისი პარტნიორების ერთიანი ფრონტი“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.
კულებამ მოუწოდა დასავლეთს, გაზარდოს იარაღის წარმოება, როგორც ეს უკრაინამ გააკეთა, რადგან, კიევში საჰაერო თავდაცვის დეფიციტის ფონზე, რუსეთი ათჯერ მეტ იარაღს აწარმოებს.
აშშ-ის სენატმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების პაკეტი დაამტკიცა.