თეგებით ძიება

ცემა და დაპატიმრება რომ ძალაუფლების შენარჩუნების მდგრადი მეთოდები იყოს, დღემდე ხელისუფლებაში კომუნისტები იქნებოდნენ - ზედანია

ფილოსოფოსი გიგა ზედანია მოვლენებს ეხმიანება:

ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ხელისუფლებამ მიაგნო უებარ მეთოდებს: ოპონენტების ცემასა და დაპატიმრებას. 

არადა, ცემა და დაპატიმრება რომ ძალაუფლების შენარჩუნების მდგრადი მეთოდები იყოს, დღემდე ხელისუფლებაში კომუნისტები იქნებოდნენ. 

რუსეთს ნუ შეადარებთ - იქ დიდ ნაწილს მართლა, გულწრფელად უნდოდა ის რეჟიმი, რომელიც აქვთ. რეპრესიები იქ მეორადია, პირველადი - სურვილია. 

საქართველოში კი თავისუფლების ელემენტი ნებისმიერმა წესრიგმა უნდა გაითვალისწინოს, როგორც აუცილებელი. სტიქიური ანარქისტების კულტურა ვართ. ვისაც ეჭვი გეპარებათ, "მაცი-ხვიტია" გადაიკითხეთ. 

დიქტატურა აქ ვერ დამყარდება. რამე სხვაა მოსაფიქრებელი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა