რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გრძელდება - დემონსტრანტების ნაწილი გმირთა მოედანისკენ მიდის
არა რუსულ კანონს! - აქციის მონაწილეების ნაწილი რუსთაველის გამზირიდან გმირთა მოედნისკენ მსვლელობით მიდის.
მსვლელობის დაწყების შესახებ აქციის ორგანიზატორებმა მას შემდეგ განაცხადეს, რაც გაიგეს, რომ გმირთა მოედნის ტერიტორიაზე დემონსტრანტების ნაწილს აკავებდნენ.
რაც შეეხებათ აქციის დაკავებულ მონაწილეებს, არსებული ინფორმაციით, მათ გზების ბლოკირება სურდათ, რისი საშუალებაც სამართალდამცავებმა არ მისცეს.