თეგებით ძიება

ედიშერ გვენეტაძე სალომე ზურაბიშვილის და უცხო ქვეყნის მინისტრების ბრიფინგზე: ნახეთ, როგორ ამცირებინებს საქართველოს სუვერენიტეტს არამკითხე მოამბეებს

ნახეთ, როგორ აკნინებს ეგ უსამშობლო საქართველოს! ნახეთ, როგორი ზერელე და ირონიული დამოკიდებულება აქვს საქართველოს მიმართ! - ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრეთან ერთად გამართულ ბრიფინგს. მისი განცხადებით, მეხუთე კოლონის მხარდამჭერი პრეზიდენტი ბრიფინგზე კუთხეში იდგა და უფლებას აძლევდა უცხო ქვეყნების წარმომადგენლებს, საქართველოს სუვერენიტეტი დაემცირებინათ. "ნახეთ, როგორ აკნინებს ეგ უსამშობლო საქართველოს! ნახეთ, როგორი ზერელე და ირონიული დამოკიდებულება აქვს საქართველოს მიმართ! ნახეთ, როგორ ამცირებინებს საქართველოს სუვერენიტეტს ვიღაც არამკითხე მოამბეებს, რომლებიც ჩვენთან რევოლუციის მოსახდენად და მხარდასაჭერად არიან ჩამოსულნი! ნახეთ სად კუთხეშია მიჭუჭკნული ეგ იმპიჩმინტირებული და მეხუთე კოლონის მხარდაჭერილი ე.წ. პრეზიდენტი! ნახეთ, როგორ სძულს ამ გზააბნეულს და ბოღმით აღვსილს საქართველო! ქვეყნის სირცხვილი!" - წერს ედიშერ გვენეტაძე Facebook-ზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა