თეგებით ძიება

სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება - კიდევ რა ცვლილებები იგეგმება ზოგადი განათლების საფეხურებში?

ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის სა­ფე­ხუ­რებ­ში ცვლი­ლე­ბა ხორ­ცი­ელ­დე­ბა, რომ­ლის მი­ღე­ბის შე­დე­გად, სა­ვალ­დე­ბუ­ლო სა­ბა­ზო გა­ნათ­ლე­ბა 9 კლა­სის ნაც­ვლად, 10 კლა­სით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა და მოს­წავ­ლე­ე­ბის სა­ვალ­დე­ბუ­ლო გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა 10 კლა­სის ჩათ­ვლით მოხ­დე­ბა.

პარ­ლა­მენ­ტში ინი­ცი­ი­რე­ბუ­ლია "ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი, რომ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის სამი სა­ფე­ხუ­რი შემ­დეგ­ნა­ი­რად გა­ნი­სა­ზღვრე­ბა: - და­წყე­ბი­თი (6 წელი - I-VI კლა­სე­ბი), სა­ბა­ზო (4 წელი - VII-X კლა­სე­ბი) და სა­შუ­ა­ლო (2 წელი - XI-XII კლა­სე­ბი)

აღ­ნიშ­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რი 1 წლით იზ­რდე­ბა და 4 წლი­ა­ნი ხდე­ბა, ხოლო სამ­წლი­ა­ნი სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბა მცირ­დე­ბა 2 წლამ­დე ისე, რომ სრუ­ლი ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბა კვლავ 12-წლი­ა­ნი რჩე­ბა.

რო­გორც პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და ინი­ცი­ა­ტო­რი გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროა, რომ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია იმ მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა, რომ­ლე­ბიც სკო­ლას მე-9 კლა­სის შემ­დეგ ტო­ვე­ბენ (3 200-მდე მოს­წავ­ლე 2023 წელს), ხოლო მათი შრო­მის ბა­ზარ­ზე და­საქ­მე­ბის პერ­სპექ­ტი­ვა ძა­ლი­ან და­ბა­ლია - 9 კლა­სის დამ­თავ­რე­ბით მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნი­დან და ასა­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვი­ნა­ი­დან სკო­ლა­ში შეს­ვლის ასა­კი 6 წე­ლია, ხოლო „შრო­მის კო­დექ­სის“ თა­ნახ­მად, ფი­ზი­კუ­რი პი­რის შრო­მი­თი ქმე­დუ­ნა­რი­ა­ნო­ბა წარ­მო­ი­შო­ბა 16 წლი­დან.

გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო ყუ­რა­დღე­ბას იმა­ზეც ამახ­ვი­ლებს, რომ მა­ტუ­ლობს მო­ზარ­დე­ბის ისე­თი რის­კე­ბის წი­ნა­შე დად­გო­მის ალ­ბა­თო­ბა, რო­გო­რი­ცაა ბავ­შვთა ქორ­წი­ნე­ბა, ასა­კის შე­უ­სა­ბა­მო და­საქ­მე­ბა, ტრე­ფი­კინ­გი, კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბე­ბი და არას­რულ­წლო­ვან­თა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში მოხ­ვედ­რა და სხვა.

რო­გორც სა­მი­ნის­ტრო გან­მარ­ტავს, სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რის გაზ­რდით მოს­წავ­ლე­ე­ბი უფრო მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან იმის­თვის, რომ მე­ტად გა­აზ­რე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღონ - გა­ნაგ­რძონ სწავ­ლა ზო­გადსა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, თუ პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლე­ბელ­ში. ამას­თან, უწყე­ბის შე­ფა­სე­ბით, თუ მოს­წავ­ლე სწავ­ლის შე­წყვე­ტას გა­და­წყვეტს, ის 15-16 წლის იქ­ნე­ბა, ოთხწ­ლი­ა­ნი სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რის პროგ­რა­მა კი უზ­რუნ­ველ­ყოფს უფრო მე­ტად მომ­ზა­დე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდის გას­ვლას შრო­მის ბა­ზარ­ზე.

„აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რის საგ­ნობ­რი­ვი სტან­დარ­ტე­ბის ში­ნა­არ­სობ­რი­ვი ნა­წი­ლი (მა­გა­ლი­თად, ბი­ო­ლო­გი­ა­ში, გე­ოგ­რა­ფი­ა­ში, ის­ტო­რი­ა­ში, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბა­ში და სხვ.) გა­და­ნა­წილ­დე­ბა 4 კლას­ზე და თი­თო­ე­ულ კლას­ში მოს­წავ­ლის სა­ვალ­დე­ბუ­ლო გა­ნათ­ლე­ბის დატ­ვირ­თვა შემ­ცირ­დე­ბა.

არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით, VIII-IX კლა­სის დატ­ვირ­თა საგ­რძნობ­ლად მა­ღა­ლია. სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რი (XI-XII კლა­სი) იქ­ნე­ბა მე­ტად ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის შემ­დგომ სა­ფე­ხუ­რებ­ზე სწავ­ლის გა­საგ­რძე­ლებ­ლად იმის­თვის, რომ გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა სა­თა­ნა­დოდ მო­ემ­ზა­დოს აღ­ნიშ­ნუ­ლის და­სა­ნერ­გად”, - ვკი­თხუ­ლობთ კა­ნო­ნის პრო­ექ­ტის გან­მარ­ტე­ბით ბა­რათ­ში.

ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის სა­ბა­ზო და სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რე­ბის ხან­გრძლი­ვო­ბის ცვლი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, კა­ნონპ­რო­ექ­ტი გარ­და­მა­ვა­ლი დე­ბუ­ლე­ბე­ბის და­მა­ტე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს, რო­მე­ლიც ახა­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ნორ­მის ძა­ლა­ში შეს­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სპე­ცი­ფი­კურ დე­ტა­ლებს აკონ­კრე­ტებს. კერ­ძოდ, ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რის ხან­გრძლი­ვო­ბის ცვლი­ლე­ბა, ასე­ვე იმ მოს­წავ­ლე­ებს შე­ე­ხე­ბა, რომ­ლე­ბიც 2024-2025 სას­წავ­ლო წელს IX კლას­ში იქ­ნე­ბი­ან, რაც ნიშ­ნავს, 2024-2025 სას­წავ­ლო წელს IX კლა­სე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის X კლას­ში გა­დაყ­ვა­ნას სა­ფე­ხუ­რის დაძ­ლე­ვის გა­რე­შე ანუ 2024-2025 სას­წავ­ლო წელს IX კლა­სის მოს­წავ­ლე­ებს სა­ვალ­დე­ბუ­ლო სა­ბა­ზო გა­ნათ­ლე­ბა 1 წლით გა­უ­ხან­გრძლივ­დე­ბათ.

გარ­და­მა­ვა­ლი დე­ბუ­ლე­ბე­ბით ასე­ვე დად­გე­ნი­ლია, რომ 2024-2025 სას­წავ­ლო წლის ჩათ­ვლით ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რის X კლას­ში სტა­ტუს­შე­ჩე­რე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც სტა­ტუსს 2025-2026 სას­წავ­ლო წლი­დან აღიდ­გე­ნენ, სწავ­ლას ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რის XI კლას­ში აგ­რძე­ლე­ბენ, ვი­ნა­ი­დან მათ უკვე დაძ­ლე­უ­ლი აქვთ სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რი, ხოლო 2025-2026 სას­წავ­ლო წლი­დან სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რი 2 წლი­ა­ნია.

გარ­და­მა­ვა­ლი დე­ბუ­ლე­ბით ასე­ვე დად­გე­ნი­ლია სპე­ცი­ფი­კუ­რი ჩა­ნა­წე­რი იმ მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის, რომ­ლებ­მაც 2024-2025 სას­წავ­ლო წელს ვერ დაძ­ლი­ეს სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რის X კლა­სის­თვის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით დად­გე­ნი­ლი მიღ­წე­ვის დონე. ისი­ნი 2025-2026 სას­წავ­ლო წელს სწავ­ლას აგ­რძე­ლე­ბენ სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რის XI კლას­ში, ვი­ნა­ი­დან, ამ პე­რი­ო­დი­სათ­ვის X კლა­სი უკვე მი­ე­კუთ­ვნე­ბა სა­ბა­ზო სა­ფე­ხურს, რაც მათ დაძ­ლე­უ­ლი აქვთ.

„აკა­დე­მი­უ­რი ჩა­მორ­ჩე­ნის აღ­მო­ფხვრას სკო­ლა უზ­რუნ­ველ­ყოფს რე­მე­დი­ა­ცი­ის პროგ­რა­მით, რაც რე­გუ­ლი­რე­ბუ­ლია ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით.

გარ­და­მა­ვა­ლი დე­ბუ­ლე­ბე­ბის ბოლო ორი პუნ­ქტი ეხე­ბა სა­შუ­ა­ლო პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის (რო­მელ­შიც ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლია ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რის სწავ­ლის შე­დე­გე­ბი) გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს. კერ­ძოდ, და­წე­სე­ბუ­ლე­ბა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი იქ­ნე­ბა 3 წლი­ან სა­შუ­ა­ლო პრო­ფე­სი­ულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა­ზე სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მის­ცეს იმ პი­რებს, რომ­ლე­ბიც ჩა­ი­რი­ცხნენ 2025 წლის 1 ივ­ლი­სამ­დე გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­ულ სტუ­დენ­ტთა მი­ღე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა