თეგებით ძიება

პარასკევს , 24 მაისს, 19 საათზე დაგეგმილია მარში თავისუფლების მოედნიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომდე

პარასკევს , 24 მაისს, 19 საათზე დაგეგმილია მარში თავისუფლების მოედნიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომდე.

აქციის ორგანიზატორები არიან არასამთავრობო ორგანიზაციები. მათი განცხადებით:

„რუსული კანონის“ ინიციირებიდან დღემდე, შეთითხნილი ბრალდებით, პროტესტში მონაწილე 2 ასეულ ადამიანზე მეტი დააკავა პოლიციამ. ათეულობით ადამიანს მისდის საჯარიმო ქვითრები არჩადენილი სამართალდარღვევებისთვის. ასეულობით ადამიანს იბარებენ უსაფუძვლოდ დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოსაკითხად.

ათეულობით ადამიანი პოლიციამ სასტიკად ცემა, ზოგიერთი მათგანი დღემდე მკურნალობს"

"პოლიცია არა კანონს, არამედ შეთქმულების თეორიებით შეპყრობილ ივანიშვილს ემორჩილება და თავად იქცა მთავარ მოძალადედ. შინაგან საქმეთა მინისტრი, გომელაური ივანიშვილის ყოფილი პირადი მცველია და საქართველოს პოლიცია ივანიშვილის დაცვის პირად სამსახურად აქცია - ეს ნებისმიერ ქართველს შეურაცხყოფს.

"სოლიდარობა ვაჩვენოთ პროტესტში მონაწილე ყველა დაკავებულ, დაპატიმრებულ და დაზარალებულ თანამებრძოლს.

კი ევროპას!

არა რუსულ კანონს!"


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა