თეგებით ძიება

საფრანგეთში მიღებული განათლება, ნაჩუქარი მიწის ნაკვეთები და მანქანა - ვინ არის და რა ქონებას ფლობს სალომე ქურასბედიანი?

ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტზე ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის დას­კვნის შე­ფა­სე­ბა მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის ახალ­გაზ­რდა წარ­მო­მად­გე­ნელს, პარ­ლა­მენ­ტარ სა­ლო­მე ქუ­რას­ბე­დი­ანს ანდო, რომ­ლის თა­ო­ბა­ზეც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ბევ­რი არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, გაჩ­ნდა ინ­ტე­რე­სი, ვინ არის დე­პუ­ტა­ტი სა­ლო­მე ქუ­რას­ბე­დი­ა­ნი?

სა­ლო­მე სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში ნინო იო­ბაშ­ვი­ლის ად­გილ­მო­ნაც­ვლედ 2023 წელს შე­ვი­და.

გა­ნათ­ლე­ბა

სალომე ქურასბედიანი 1992 წლის 5 ოქ­ტომ­ბერს, თბი­ლის­ში და­ი­ბა­და.

2014 წელს და­ამ­თავ­რა ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მარ­თალმცოდ­ნე­ო­ბის ფა­კულ­ტე­ტი;

2017 წელს და­ას­რუ­ლა ტუ­ლუ­ზის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მა, სა­ერ­თა­შო­რი­სო და ევ­რო­პუ­ლი სა­მარ­თლის სპე­ცი­ა­ლო­ბით;

2020 წელს ასე­ვე ტუ­ლუ­ზის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და­ას­რუ­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო ეკო­ნო­მი­კუ­რი სა­მარ­თლის სპე­ცი­ა­ლო­ბის კურ­სი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ის საფ­რან­გეთ­ში სას­წავ­ლებ­ლად წა­ვი­და გა­ნათ­ლე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ცენ­ტრის, კამ­პუს ფრან­სი­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში საფ­რან­გე­თის სა­ელ­ჩოს შო­რის მე­მო­რან­დუ­მის გა­ფორ­მე­ბის შე­დე­გად გა­მო­ცხა­დე­ბულ კონ­კურ­სში "სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მე­ბი საფ­რან­გეთ­ში 2016-2017" გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ. ის ერთ-ერთი იყო 17 გა­მარ­ჯვე­ბულს შო­რის.

სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბა

2014 წელს კორ­ძა­ძის სა­ად­ვო­კა­ტო ბი­უ­რო­ში იყო სტა­ჟი­ო­რი;

2014-2016 წწ. გახ­ლდათ ა(ა)იპ "ად­ვო­კატ­თა ალი­ან­სის", იუ­რის­ტი;

2014-2016 წწ. კი სა­ად­ვო­კა­ტო ბი­უ­რო Legal Consulting Group-ის იუ­რის­ტი;

2015 წელს და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა იუ­რის­ტად შპს -ში "მდი­ნა­რა­ძე და ად­ვო­კა­ტე­ბი", იუ­რის­ტი;

2016 წლი­დან კი ასე­ვე იყო შპს "ფრე­გოს" იუ­რის­ტი;

2023 წლი­დან სა­ქარ­თვე­ლოს მე-10 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რია, სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კი­დან "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო".

რა ქო­ნებს ფლობს ახალ­გაზ­რდა პარ­ლა­მენ­ტა­რი?

სა­ლო­მე ქუ­რას­ბე­დი­ან­მა ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია 2023 წლის ივ­ნის­ში შე­ავ­სო. დე­პუ­ტატს ოჯა­ხის წევ­რად მი­თი­თე­ბუ­ლი ჰყავს მხო­ლოდ დედა, ელე­ნე სი­ხა­რუ­ლი­ძე.

დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ 2019 წელს ელე­ნე სი­ხა­რუ­ლი­ძემ შე­ი­ძი­ნა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი, თბი­ლის­ში სუ­რა­მის ქუ­ჩა­ზე, 3000 დო­ლა­რად, თუმ­ცა შე­ნიშ­ვნის სა­ხით მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ ნას­ყი­დო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა 2004 წელს გა­ფორმ­და.

2021 წელს სა­ლო­მე ქუ­რას­ბე­დი­ანს სამი მი­წის ნაკ­ვე­თი აჩუ­ქეს, ორი - დაბა ლენ­ტეხ­ში 1370 კვ. მ და 831 კვ. მ და ერ­თიც ლენ­ტე­ხის რა­ი­ონ სო­ფელ ნა­ნარ­ში 1800 კვ.მ;

კი­დევ ერთი მი­წის ნაკ­ვე­თი დე­პუ­ტატს ასე­ვე, 2021 წელს ქა­ლაქ რუს­თა­ვის შე­სას­ვლელ­ში აჩუ­ქეს. ამ­ჯე­რად 900 კვ.მ;

2023 წელს კი სა­ჩუქ­რად მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მან­ქა­ნა Honda Accord Touring 2017 მი­ი­ღო;

დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის დროს, პო­ლი­ტი­კოსს სა­ხელ­ფა­სო ან­გა­რიშ­ზე ჰქონ­და 600 ლარი. მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რიშ­ზე 273 ლარი, 100 ევრო, 100 დო­ლა­რი და 104 ლარი;

სა­ლო­მე ქუ­რას­ბე­დი­ანს "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კში" სა­სეს­ხო ვალ­დე­ბუ­ლე­ბაც აქვს - 16 543,54 ლა­რის ოდე­ნო­ბით, მისი და­ნა­ზო­გი კი 10 200 ლარს შე­ად­გენს;

დე­პუ­ტა­ტის დე­დას, ელე­ნე სი­ხა­რუ­ლი­ძეს საკ­რე­დი­ტო ბა­რათ­ზე ჰქონ­და 1499 ლარი, სა­სეს­ხო ვალ­დე­ბუ­ლე­ბა კი10 036 და 7672,77 ლარი. და­ნა­ზო­გის სა­ხით კი 10 700 დო­ლა­რი.

სა­ლო­მე ქუ­რას­ბე­დი­ანს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის აპა­რატ­ში კო­მი­ტე­ტის აპა­რა­ტის უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე 2022 კა­ლენ­და­რულ თვე­ში ხელ­ფა­სის სა­ხით 40 240 ლარი აქვს მი­ღე­ბუ­ლი.

დე­დას, ელე­ნე სი­ხა­რუ­ლი­ძეს შპს ივე­რია იმ­პექსში მთა­ვა­რი ბუ­ღალ­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე 2022 წელს - 12 000 ლარი, შპს არქ-დე­კო­ში რო­გორც მთა­ვარ ბუ­ღალ­ტერს, - 15 800 ლარი, შპს ნიუ-სა­ტო­დან კი 3600 ლარი და­ე­რი­ცხა.

სა­ლო­მე ქუ­რას­ბე­დი­ანს სა­სეს­ხო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით 2022 წელს აღე­ბუ­ლი აქვს ფუ­ლა­დი თან­ხა, 19 179,49. სეს­ხის გა­დახ­დას 2025 წელს და­ას­რუ­ლებს.

სა­სეს­ხო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით აქვს ვალი აღე­ბუ­ლი დე­პუ­ტა­ტის დე­დას - 16 535 ლარი, ვა­ლის გა­დახ­დას ასე­ვე 2025 წელს და­ას­რუ­ლებს.

ელე­ნე სი­ხა­რუ­ლი­ძემ 2022 წელს იმ­პორ­ტით მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მან­ქა­ნა 9060 დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა.

დე­პუ­ტატ­მა ქუ­რას­ბე­დი­ან­მა მშობ­ლის­გან სა­ჩუქ­რის სა­ხით 1500 ლა­რად ღი­რე­ბუ­ლი სა­ა­თი მი­ი­ღო. ელე­ნე სი­ხა­რუ­ლი­ძემ კი მე­გობ­რის­გან - 2500 ლა­რად ღი­რე­ბუ­ლი სა­მა­ჯუ­რი.

სა­ლო­მე ქუ­რას­ბე­დი­ანს გა­სეს­ხე­ბუ­ლი აქვს 2700 დო­ლა­რი. დე­დას, ელე­ნე სი­ხა­რუ­ლი­ძეს 5100 დო­ლა­რი გა­სეს­ხე­ბუ­ლი თან­ხა უკან და­უბ­რუ­ნეს.

წყარო: ambebi.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა