ვერაფერს ამბობენ, ვინ არიან გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლები, ეს მხოლოდ აბსურდია - ხატია დეკანოიძე
ვერაფერს ამბობენ, ვინ არიან გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლები, ეს მხოლოდ აბსურდია, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
დეკანოიძის თქმით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვერცერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა.
„ეს განცხადებები იმდენად აბსურდულია, რომ ირაკლი კობახიძემ ვერცერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა და გვარები ვერ დაასახელა. ვერაფერს ამბობენ, ვინ არიან გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლები, ეს მხოლოდ აბსურდია. ამ ყველაფრის აბსურდულობას ის ააშკარავებს, რომ ფაქტი ვერ წარმოადგინეს და ვერც წარმოადგენენ, რადგან ეს არის მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის შიშები, რომლის საზოგადოებისთვის დაჯერებას ცდილობს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.