მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პრესკონფერენცია გაიმართება
დღეს, 28 მაისს 20:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პრესკონფერენცია გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე სალომე ზურაბიშვილის ვეტო დაძლია.
საქართველოს პრეზიდენტმა კანონს ვეტო 18 მაისს დაადო. სალომე ზურაბიშვილმა მას მხოლოდ ერთი მუხლი დაამატა, რომლის მიხედვითაც, კანონი ამოქმედებიდან მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში მოქმედებს და მეორე დღესვე ძალას კარგავს.