თეგებით ძიება

"ჯაშუშობის მუხლით უნდა გასამართლდეს ყველა, ვინც კანონის მიღებას აპროტესტებს" - გურამ მაჭარაშვილი

სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კურ­მა პრო­ცე­სებ­მა და მე­ტად­რე, გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ კა­ნონ­მა ჩვენ ქვე­ყა­ნა­ში ადა­მი­ა­ნე­ბის სრუ­ლი ლუსტრა­ცია მო­ახ­დი­ნა. კა­ნო­ნი ჯერ არ ამოქ­მე­დე­ბუ­ლა და უკვე პირ­და­პირ გამ­ჟღავ­ნდა, ვინ დგას სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის მხა­რეს და ვინ ემ­სა­ხუ­რე­ბა გარე ძა­ლას, - ამის შე­სა­ხებ „ხალ­ხის ძა­ლის” წევ­რი, გუ­რამ მა­ჭა­რაშ­ვი­ლი, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წელს.

რო­გორც ის აღ­ნიშ­ნავს, „დღეს, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­შვიდ­და, და ადა­მი­ა­ნებ­მა ჩვე­უ­ლად გა­ნაგ­რძეს ცხოვ­რე­ბა, არ ჩერ­დე­ბი­ან მხო­ლოდ ჯა­შუ­შუ­რი ქსე­ლის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში და ისი­ნი ვერც გა­ჩერ­დე­ბი­ან, ვი­ნა­ი­დან და­ვა­ლე­ბე­ბით მოქ­მე­დე­ბენ“.

მა­ჭა­რაშ­ვი­ლი ყუ­რა­დღე­ბას ამახ­ვი­ლებს იმ ფაქ­ტზე, რომ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც კა­ნო­ნის მი­ღე­ბას ისევ აპ­რო­ტეს­ტე­ბენ, ჩარ­თუ­ლი არი­ან ბუ­ლინ­გის, შე­უ­რა­ცხყო­ფის და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის კამ­პა­ნი­ებ­ში, და­უს­ჯე­ლო­ბის გან­ცდა აქვთ და ქვე­ყა­ნას მოს­ვე­ნე­ბას არ აძ­ლე­ვენ.

მი­სი­ვე თქმით, ჯა­შუ­შო­ბის მუხ­ლით ამ ადა­მი­ა­ნე­ბის გა­სა­მარ­თლე­ბა ეგ­ზის­ტენ­ცი­უ­რი სა­კი­თხია, რად­გან ლუსტრი­რე­ბუ­ლი ჯა­შუ­შე­ბის და­უს­ჯე­ლი და­ტო­ვე­ბა ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტეტ­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბა­ზე მძი­მედ აი­სა­ხე­ბა.

„სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კურ­მა პრო­ცე­სებ­მა და მე­ტად­რე, გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ კა­ნონ­მა ჩვენ ქვე­ყა­ნა­ში ადა­მი­ა­ნე­ბის სრუ­ლი ლუსტრა­ცია მო­ახ­დი­ნა. კა­ნო­ნი ჯერ არ ამოქ­მე­დე­ბუ­ლა და უკვე პირ­და­პირ გამ­ჟღავ­ნდა, ვინ დგას სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის მხა­რეს და ვინ ემ­სა­ხუ­რე­ბა გარე ძა­ლას. ცხა­დია, უკვე ჩა­ფერ­ფლი­ლი პრო­ტეს­ტის მო­ნა­წი­ლე­ებს შო­რის გულ­წრფე­ლი, მაგ­რამ პრო­პა­გან­დით მო­ტყუ­ე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბიც იყ­ვნენ, მაგ­რამ შარ­შან­დლის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მათი წილი იმ­დე­ნად მცი­რე იყო, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ქვეყ­ნის­თვის ჰა­ე­რი­ვით სა­ჭი­რო კა­ნო­ნი ზედ­მე­ტი გარ­თუ­ლე­ბე­ბის გა­რე­შე გა­ი­ტა­ნა.

პი­რა­დად ჩემ­თვის სა­ერ­თოდ არ ყო­ფი­ლა მო­უ­ლოდ­ნე­ლი კა­ნო­ნის მი­მართ და­სავ­ლუ­რი ქვეყ­ნე­ბის ზღვარ­გა­და­სუ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა. საქ­მე მარ­ტი­ვა­დაა - კა­ნო­ნი ააშ­კა­რა­ვებს არა მხო­ლოდ ად­გილ­ზე მოქ­მედ აგენ­ტუ­რას, იგი­ვე ჯა­შუ­შებს, არა­მედ პირ­და­პირ ააშ­კა­რა­ვებს მათ დამ­ფი­ნან­სებ­ლებს და შე­სა­ბა­მი­სად, ქარ­თვე­ლი ხალ­ხი სრულ ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­ი­ღებს პო­ლი­ტი­კის კუ­ლუ­ა­რებ­ში არ­სე­ბულ შავ­ბნელ პრო­ცე­სებ­ზე. ასე მა­გა­ლი­თად, კა­ნონს რომ აქამ­დე ემოქ­მე­და, ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ეცო­დი­ნე­ბო­და, ვინ და­ა­ფი­ნან­სა პა­რა­ლე­ლუ­რი დათ­ვლის გა­ყალ­ბე­ბა 2020 წელს, რა­საც ლა­მის რე­ვო­ლუ­ცია მოყ­ვა. სა­ზო­გა­დო­ე­ბას ეცო­დი­ნე­ბო­და, ვინ და­ა­ფი­ნან­სა ენ­ჯე­ო­ე­ბის პრო­ტეს­ტი, რომ­ლე­ბიც მთავ­რო­ბის გა­დად­გო­მას და ტექ­ნი­კუ­რი მთავ­რო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას ითხოვ­დნენ. ასე­ვე, ყვე­ლას ეცო­დი­ნე­ბო­და, რო­მე­ლი უცხო­უ­რი ქვეყ­ნე­ბი და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი იდ­გნენ „კან­ვა­სის“ ტრე­ნინ­გე­ბის უკან, რო­დე­საც რამ­დე­ნი­მე ასე­ულ ახალ­გაზ­რდას გა­კოტ­რე­ბუ­ლი რა­დი­კა­ლი, ზუ­რაბ გირ­ჩი ჯა­ფა­რი­ძე, უცხო­ელ ტრე­ნე­რებ­თან ერ­თად, რე­ვო­ლუ­ცი­ის მო­წყო­ბას ას­წავ­ლი­და.

დღეს, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­შვიდ­და, პრო­ტეს­ტის მო­ტყუ­ე­ბუ­ლი მო­ნა­წი­ლე­ე­ბი სახ­ლებ­ში, უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­სა და სამ­სა­ხუ­რებ­ში დაბ­რუნ­დნენ.ადა­მი­ა­ნებ­მა ჩვე­უ­ლად გა­ნაგ­რძეს ცხოვ­რე­ბა. არ ჩერ­დე­ბი­ან მხო­ლოდ ჯა­შუ­შუ­რი ქსე­ლის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში. არ ჩერ­დე­ბი­ან და ვერც გა­ჩერ­დე­ბი­ან, რად­გან ეს ადა­მი­ა­ნე­ბი სა­კუ­თარ თავს არ ეკუთ­ვნი­ან. ისი­ნი და­ვა­ლე­ბე­ბით მოქ­მე­დე­ბენ და ინ­სტრუქ­ცი­ებს, ისე­ვე, რო­გორც შავ ფულს სწო­რედ იმ ქვეყ­ნე­ბი­დან იღე­ბენ, რომ­ლე­ბიც გამჭვირ­ვა­ლო­ბის კა­ნონს ის­ტე­რი­უ­ლად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბოდ­ნენ.

უცხო­ელ­მა ჯა­შუ­შებ­მა, პრაქ­ტი­კუ­ლად, სა­კუ­თარ თავს თვით­გა­სა­მარ­თლე­ბა მო­უ­წყვეს და ამ თვით­ლუსტრა­ცი­ას აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მოჰ­ყვეს სა­მარ­თლებ­რი­ვი გაგ­რძე­ლე­ბა. ჯა­შუ­შო­ბის მუხ­ლით უნდა გა­სა­მარ­თლდეს უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა, ვინც კა­ნო­ნის მი­ღე­ბას ისევ აპ­რო­ტეს­ტებს, ჩარ­თუ­ლია ბუ­ლინგსა და შე­უ­რა­ცხყო­ფა­ში, ცდი­ლობს ფსი­ქო­ლო­გი­ურ ძა­ლა­დო­ბას კა­ნო­ნის მიმ­ღებ­თა და მხარ­დამ­ჭერ­თა, აგ­რეთ­ვე მათი მშობ­ლე­ბის, შვი­ლე­ბის და სხვა ოჯა­ხის წევ­რე­ბის მი­მართ. ამ ადა­მი­ა­ნე­ბის გა­სა­მარ­თლე­ბა ეგ­ზის­ტენ­ცი­უ­რი სა­კი­თხია, რად­გან ლუსტრი­რე­ბუ­ლი ჯა­შუ­შე­ბის და­უს­ჯე­ლი და­ტო­ვე­ბა ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტეტ­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბა­ზე ძა­ლი­ან მძი­მედ აი­სა­ხე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, დღეს ამ ადა­მი­ა­ნებს აქვთ და­უს­ჯე­ლო­ბის გან­ცდა და ამი­ტომ, თა­ვი­სუფ­ლად ჯა­შუ­შო­ბენ და სა­ხელ­მწი­ფოს მოს­ვე­ნე­ბას არ აძ­ლე­ვენ.

მათ სა­სა­მარ­თლო­ში უნდა წარ­მო­ად­გი­ნონ იმის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა „რუ­სულ კა­ნონს“ იღებ­და და რო­დე­საც ამას ვერ შეძ­ლე­ბენ, ჯა­შუ­შო­ბის­თვის უნდა გა­სა­მარ­თლდნენ. გარ­და ამი­სა, მათ სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე უნდა წარ­მო­ად­გი­ნონ ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, თუ ვის, რა თან­ხის სა­ნაც­ვლოდ და რა და­ვა­ლე­ბე­ბით ემ­სა­ხუ­რე­ბოდ­ნენ.

ვფიქ­რობ, რომ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ტე­ლე­ვი­ზი­ის პირ­და­პირ ეთერ­ში ამ­გვა­რი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის გა­მარ­თვას ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ აქვს. ქარ­თვე­ლი ხალ­ხი იმ­სა­ხუ­რებს, ბო­ლოს­და­ბო­ლოს, იცო­დეს იმ ადა­მი­ა­ნე­ბის სა­ხე­ლე­ბი და გვა­რე­ბი, ვინც არ ას­ვე­ნებს ამ ქვე­ყა­ნას, ვინც ემ­სა­ხუ­რე­ბა არა სა­კუ­თარ სამ­შობ­ლოს, არა­მედ უცხო ქვეყ­ნის ამო­ცა­ნებს, ვინც ცდი­ლობს სა­ქარ­თვე­ლო გახ­ვი­ოს არე­უ­ლო­ბა­ში და ომის უბე­დუ­რე­ბა­ში. სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბი კი უნდა იქ­ცეს ერ­თგვარ ნი­ურნ­ბერ­გის პრო­ცე­სად, რომ მო­მა­ვალ­ში ჯა­შუ­შო­ბა­ზე ხე­ლის მო­წე­რის ცდუ­ნე­ბა აღა­რა­სო­დე­სა­ღა­რა­ვის გა­უჩ­ნდეს“, - წერს გუ­რამ მა­ჭა­რაშ­ვი­ლი, რომ­ლის კო­მენ­ტარ­საც „ხალ­ხის ძალა“ ავ­რცე­ლებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა