ჩვენი მოწმეები ჯვარს აცვეს - ტრამპი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი უსამართლო იყო
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ გამართული სასამართლო პროცესი ძალიან უსამართლო იყო.
დუმილის სანაცვლოდ თანხის გადახდის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დამნაშავედ ცნეს.
„რაც შეეხება თავად სასამართლო პროცესს, ის ძალიან უსამართლო იყო. არავითარ შემთხვევაში არ მოგვცეს უფლება, გამოგვეყენებინა ჩვენი საარჩევნო ექსპერტი. თქვენ ნახეთ, რა დაემართა ზოგიერთ მოწმეს, რომლებიც ჩვენს მხარეს იყვნენ, ისინი ფაქტობრივად ჯვარს აცვეს“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
ტრამპმა ასევე გააკრიტიკა მოსამართლე ხუან მერჩანი და აღნიშნა, რომ „ის ანგელოზს ჰგავს, მაგრამ ის ნამდვილად ეშმაკია“.