სუფრის მარილი კუჭის კიბოს რისკს 41%-ით ზრდის - ახალი კვლევა
მარილს ყოველდღიურად მილიარდობით ადამიანი იყენებს და წარმოდგენა არ აქვს რა საფრთხის შემცველია.
ახალმა კვლევამ შესაძლოა დაგაფიქროთ, ვიდრე საკვებს მარილს დაამატებდეთ.
ვენის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დიეტოლოგებმა დაადგინეს, რომ დიდ ბრიტანეთში ადამიანებს, რომლებიც საკვებს უმატებდნენ მარილს, 41%-ით უფრო ხშირად უვითარდებოდათ კუჭის კიბო, ვიდრე მათ, ვინც ნაკლებ მარილს იყენებდა.
მკვლევარებმა შეისწავლეს 471144 ზრდასრული ადამიანის მონაცემთა ბაზა. მარილის საშიშროება მაშინაც შენარჩუნდა, როდესაც მეცნიერებმა გამორიცხეს სხვა პარამეტრები, როგორიცაა ასაკი, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ცხოვრების სხვა მავნე კომპონენტები, როგორიცაა ალკოჰოლის დალევა და მოწევა.
და სხვა, ძველი კვლევები აჩვენებს, რომ ჭარბმა მარილმა შეიძლება გაანადგუროს კუჭის დამცავი საფარი, გამოიწვიოს ქსოვილის დაზიანება და კიბოს მუტაციები.
„ჩვენი გამოკვლევით გვინდა გავზარდოთ ცნობიერება მარილის უკიდურესად მაღალი მოხმარების უარყოფითი შედეგების შესახებ და შევქმნათ საფუძველი კუჭის კიბოს პრევენციის ღონისძიებებისთვის“, - ამბობს კვლევის ერთ-ერთი მონაწილე პროფესორი კიუნი.
კუჭის კიბო ადვილად პროგრესირებს უსიმპტომოდ, რადგანაც მის ბევრ სიმპტომს შეიძლება ყურადღება არც მივაქციოთ. ზოგიერთი ადრეული სიმპტომი მოიცავს შებერილობას, კუჭის აშლილობას და საჭმლის მონელების დარღვევას. თანამედროვე ადამიანებს აღნიშნული სიმპტომები ხშირად არენიშნებათ, განსაკუთრებით ცხარე ან ცხიმიანი საკვების მიღების შემდეგ, ამიტომ ამას ხშირად დიდი მნიშვნელობა არ ენიჭება.
ექსპერტები გვირჩევენ დღეში არაუმეტეს 2300 მგ ნატრიუმის მიღებას. ეს არის დაახლოებით ერთი ჩაის კოვზი სუფრის მარილი.
მაგრამ იმის გამო, რომ ბევრი საკვები შეიცავს მეტ მარილს, საშუალოდ ადამიანი მოიხმარს დაახლოებით 3400 მგ დღეში.
წყარო: მკურნალი