როგორი იქნება ივნისის თვე ზოდიაქოს ნიშნებისთვის?
აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით, 2024 წლის ივნისს ლითონის ცხენის ენერგია მართავს, რომელიც 5 ივნისიდან 6 ივლისამდე პერიოდში გავრცელდება და როგორც ასტროლოგები ამბობენ, თითოეულ ადამიანზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.
ივნისი საკმაოდ აქტიური თვე იქნება. ყველა ჩვენს იდეას, სურვილს, მიზანსა და მისწრაფებას ასრულების იმაზე მეტი შანსი ექნება, ვიდრე წინა პერიოდში. თუმცა, შესაძლოა, ზოგჯერ ქმედებებისა და სტრატეგის შეცვლა აუცილებელი გახდეს. ან სიტუაცია შეიცვლება, ან ახალ პერსპექტივას დაინახავთ, რომელიც გეგმების განხორციელებაში დაგეხმარებათ. თუკი წინა პერიოდებში რაღაცების გაკეთება გინდოდათ, მაგრამ არ გამოგივიდათ, გვერდზე გადადეთ და ხელი ჩაიქნიეთ, 2024 წლის ივნისი გაძლევთ შანსს, რომ განახლებული ენერგიითა და მიდგომებით აისრულოთ ის, რაც ყველაზე მეტად გინდოდათ.
გარდა ამისა, ზაფხულის პირველი თვე, რომელსაც აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, ლითონის ცხენის ენერგია მართავს, გაძლევთ შესანიშნავ შესაძლებლობას, რომ წამოიწყოთ რაღაც ახალი. ეს შეიძლება პირად ურთიერთობებს, სწავლას, პროფესიულ საქმიანობას უკავშირდებოდეს. წარმატების მიღწევის გაცილებით მეტი შანსი გექნებათ.
თუ ცხოვრების წესის ცვლილება გსურთ, ახლა კარგი დროა, ჩაეწეროთ სპორტდარბაზში, კვების მოდელზე დაფიქრდეთ, შეიცვალოთ იმიჯი და ასე შემდეგ.
ამ თვეში საკუთარი თავის იძულება, რომ რაღაც ისეთი გააკეთოთ, რაც რეალურად არ გინდათ, ნაკლებად გამოგივათ. ამიტომ, გულწრფელ სურვილებსა და მიზნებს დაეყრდენით.
ივნისი საკმაოდ ემოციური თვეცაა. ამიტომაც, იმაზე მეტად მოგინდებათ საყვარელი ადამიანების მხრიდან გრძნობების გამოხატვა და მხარდაჭერა, ვიდრე ჩვეულებრივ.
ამ თვეში შესაძლოა, შეხვდეთ ადამიანს, რომელსაც დიდი ხანია, ელოდებით. რომანტიკული ურთიერთობების თვალსაზრისით, განსაკუთრებით გაუმართლებთ გველის, მამლისა და ხარის წელში დაბადებულ ადამიანებს. ძალიან დიდ თავდაჯერებულობას იგრძნობთ და არაერთი ადამიანის ყურადღებას დაიმსახურებთ. ხოლო, ვირთხის წელში დაბადებულები, შედარებით ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგანაც მომატებული ემოციური ფონის გამო, შესაძლოა, საყვარელ ადამიანს ძალიან აწყენინოთ და იმპულსური გადაწყვეტილება მიიღოთ.
2024 წლის ივნისის გასათვალისწინებელი თარიღები:
5, 6, 8, 11, 17, 18, 20, 23, 29, 30 ივნისი და 2, 5 ივლისი - ნუ დაგეგმავთ რაიმე მნიშვნელოვანს ამ დღეებში. ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს. როგორც ასტროლოგები ამბობენ, აღნიშნულ დღეებში ტრავმების რისკი იზრდება, ამიტომაც ზედმეტ ფიზიკურ აქტივობასა და დატვირთვას მოერიდეთ. გამოიჩინეთ უფრო მეტი ყურადღება და სიფრთხილე. არც მოგზაურობებისა და შორ მანძილზე გადაადგილებისთვისაა კარგი დღეები.
7, 19 ივნისი და 1 ივლისი - შესანიშნავი დღეებია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად. აღნიშნულ დღეებში დაწყებული საქმე დიდ წარმატებასა და მოგებას მოგიტანთ.