თეგებით ძიება

გვყავს ხელისუფლება, რომელიც არის დღეს ირანის, ჰეზბოლას, ჰამასის, პუტინის გვერდზე - ხაზარაძე

"ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე გადის ჩვენი ქვეყანა, ეს არის გზაჯვარედინი ან იქნება რუსეთი და სიბნელე, ან იქნება დემოკრატია, თავისუფლება და ევროკავშირი,“ - ასე ეხმაურება "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე ხელისუფლების მიერ რეპრესიების დაანონსებას.

ხაზარაძის შეფასებით, ხელისუფლების მიზანია ქვეყნის იზოლაციაში მოქცევა.

"ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც არის დღეს ირანის, ჰეზბოლას, ჰამასის, პუტინის და ყველა იმ არადემოკრატიული, ძალადობრივი, ტერორისტული ქვეყნების და ორგანიზაციების გვერდზე, რატომ კეთდება ეს ყველაფერი, რომ საქართველო ჩამოაშორონ ცივილიზაციას, რომ აქ იყოს ფეოდალური წყობის მმართველობის გაგრძელება, რომ ჩვენი ახალგაზრდები ვერ იღებდნენ უცხოეთში განათლებას, ვერ მოგზაურობდნენ, რომ დაიკეტოს ყველა ცივილური ქვეყნის გზა საქართველოსთვის.

ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე გადის ჩვენი ქვეყანა, ეს არის გზაჯვარედინი ან იქნება რუსეთი და სიბნელე, ან იქნება დემოკრატია, თავისუფლება და ევროკავშირი,“ - ამბობს ხაზარაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა