თეგებით ძიება

Coca-Cola-ს რუსეთში დაბრუნება სურს - კომპანიამ სავაჭრო ნიშნების რეგისტრაციაზე განაცხადი შეიტანა

რუსული ბაზრიდან წასულმა გაზიანი სასმელების ამერიკულმა კომპანია Coca-Cola Company-მ „როსპატენტში“ სამი სავაჭრო ბრენდის, Coca-Cola, Sprite და Fanta-ს რეგისტრაციის განაცხადი შეიტანა. ამის შესახებ iz.ru იუწყება.

სავაჭრო ნიშნები საქონლის საერთაშორისო კლასიფიკაციის 32-ე და 33-ე კლასებს ეკუთვნის.

კომპანია Coca-Cola-მ რუსეთში საქმიანობის შეჩერების შესახებ 2022 წლის მარტში განაცხადა. იმავე წლის აგვისტოში Coca-Cola Hellenic Bottling Company-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთში საქმიანობის შეჩერების შემდეგ მისმა ფინანსურმა ზარალმა 190 მლნ ევრო შეადგინა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა