თეგებით ძიება

დღეს გვქონდა შესაძლებლობა, ენერგეტიკის სფეროში მიღწეული პროგრესის შესახებ გვესაუბრა, შეიძლება ითქვას, რომ ასოცირების შეთანხმების 80% ამ მიმართულებით შესრულებულია - ბოჭორიშვილი

დღეს ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, ენერგეტიკის სფეროში მიღწეული პროგრესის შესახებ გვესაუბრა. შეიძლება ითქვას, რომ ასოცირების შეთანხმების 80% ამ მიმართულებით უკვე შესრულებულია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა ენგურჰესის ტერიტორიაზე ევროპასთან ინტეგრაციისა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტების გასვლითი სხდომის შემდეგ.

სხდომაზე ენერგეტიკის დარგში ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების 2014-2024 წლების შედეგები შეაფასეს და დარჩენილი ვალდებულებების შესრულების გეგმებზე იმსჯელეს. ანგარიში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ წარადგინა.

„ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან 10 წლისთავზე ვაკეთებთ მიმოხილვას, თუ რა საკითხები იყო ამ 10 წლის განმავლობაში აქტუალური, რა რეფორმები გატარდა სხვადასხვა მიმართულებით. დღეს ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, ენერგეტიკის სფეროში მიღწეული პროგრესის შესახებ გვესაუბრა. შეიძლება ითქვას, რომ ასოცირების შეთანხმების 80% ამ მიმართულებით უკვე შესრულებულია. საკანონმდებლო კუთხით მუშაობა უახლოეს წლებში დასრულდება და შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ასოცირების შეთანხმება იქნება სრულად შესრულებული ენერგეტიკის სფეროში“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა