თეგებით ძიება
19. 06. 2024 სპორტი

„ჩვენ უნდა მოგვეგო და მოვიგეთ კიდევაც" - რა თქვა ჰაკან ჩალჰანოღლუმ ქართველებთან მოგების შემნდეგ? - ჩასწორებული ვერსია

„ჩვენ უნდა მოგვეგო და მოვიგეთ კიდეც“ - ამის შესახებ თურქმა ფეხბურთელმა, ჰაკან ჩალჰანოღლუმ საქართველოს ნაკრებთან მოგების შემდეგ განაცხადა. თავდაპირველად გავრცელდა ციტატის არასწორი ვერსია, რომელიც ამჟამად ჩასწორებულია.

სინამდვილეში, თურქეთის ეროვნული ნაკრებისა და მილანის ინტერის ვარსკვლავმა, ჰაკან ჩალჰანოღლუმ გუშინდელ მატჩთან დაკავშირებით განაცხადა, რომ თურქეთისა და საქართველოს დაპირისპირებაში გამარჯვება თურქებს ობიექტურად უნდა დარჩენოდათ, რაც რეალურად მოხდა კიდეც:

„ჩვენ უნდა მოგვეგო და მოვიგეთ კიდევაც. მე ვაკვირდები, როგორ მუშაობს მთელი პერსონალი ჩვენი მიზნის მისაღწევად. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებმაც თამაშის ბოლომდე ჩვენზე დადებითად იმოქმედეს“, - განაცხადა ფეხბურთელმა.

ფეხბურთელმა თამაშის შემდეგ თურქულენოვან ინტერვიუში ასევე აღნიშნა, რომ თამაშის დროს მოედანზე რეალურად განახორციელეს ის, რისი განხორციელებაც სურდათ: „ გვინდოდა მეტოქეზე ზეწოლა და პირველი 30 წუთის განმავლობაში რთულ მდგომარეობაში ჩაგდება. ჩვენ ეს შევძელით. მეორე გოლი თამაშგარე რომ არ ყოფილიყო, ალბათ მატჩი უფრო მშვიდად წარიმართებოდა. 1-1-ის შემდეგ ცოტა უკან დავიხიეთ, რაც კარგი არ იყო, ბევრი სირბილისა და დაღლის გამო. უკან დავიხიეთ, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ თამაშს არ დავშორდით“. ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ ნაკრები კარგად იყო მომზადებული, თუმცა ხაზი დაშვებულ შეცდომებსაც გაუსვა.", - თქვა ჰაკან ჩალჰანოღლუმ.

შეგახსენებთ, რომ თურქეთმა საქართველოს 3-1 მოუგო, არადა, ჩვენს ნაკრებს ანგარიშის გათანაბრების არაერთი შანსი ჰქონდა, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ, მეტოქე კი ორი ბურთით წინ მატჩის ბოლოს გაიჭრა, ზუსტად მაშინ, როდესაც გიორგი მამარდაშვილი თურქეთის საჯარიმოში იმყოფებოდა და კარი დატოვებული ჰქონდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა