რა ჩანს ვიდეოჩანაწერში? - დაკარგული პროფესორის მეუღლის პირველი კომენტარი, მას შემდეგ, რაც კამერებში მეუღლე ამოიცნო
"ვნახე კადრები... ახლა პოლიცია მიხედავს. გუშინდელი კადრებია დილის. წერეთლის N73-თან უაზროდ დადის. თითქოს ვერ იგებს, სად წავიდეს" - ამის შესახებ დაკარგული პროფესორის, გიორგი გახელაძის მეუღლემ, ირმა მალაციძემ palitravideo.ge-ს განუცხადა.
ცნობისთვის, დღეს ირმა მალაციძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მეუღლე კამერებში ამოიცნო.
"ხალხო, ცოცხალია! წერეთელზე კამერებში ვნახე! ცუდად ვარ, მეტს ვერ ვიტყვი! ნამდვილად!" - წერს მალაციძე.
გიორგი გახელაძეს თბილისში რამდენიმე დღეა ეძებენ.
როგორც ირმა მალაციძე სოციალურ ქსელში წერდა, მეუღლე დიდ დიღომში, 19 ივნისს, ავტობუსის გაჩერებაზე დატოვა, ის უნივერსიტეტში აპირებდა წასვლას.