თეგებით ძიება

24 – 30 ივნისი - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ვერძი

ამ კვირაში მოსალოდნელია დადებითი ტენდენციები ბევრ საკითხში. სამშაბათს, სავარაუდოდ, თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდება გავლენიანი ადამიანი და მალე  თქვენს კარიერაში ახალი ეტაპი დაიწყება. ხუთშაბათს შეგიძლიათ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას ელოდოთ,  თუმცა მოსალოდნელია გარკვეული ზარალის ალბათობაც, ამიტომ გონივრულად მართეთ თქვენი სახსრები, ყოველგვარი იმპულსური მოქმედებების გარეშე. თქვენი გეგმები და განზრახვები ჯერჯერობით არავის გაუმხილოთ, თუ მათი განხორციელება ნამდვილად გსურთ. შაბათს შეეცადეთ სადმე წახვიდეთ სტუმრად, ან  თავად მიიწვიოთ ვინმე თქვენს აგარაკზე.

სასიკეთო დღეები: 24, 28.

არასასიკეთო დღე: 26.

კურო

არ არის გამორიცხული, ამ კვირაში ვარსკვლავების გავლენამ თქვენს აზრებში გარკვეული დაბნეულობა შეიტანოს, რაც გადაწყვეტილების მიღებაში შეგიშლით ხელს. სანამ რაიმეს გადაწყვეტთ, ეცადეთ, კარგად დაისვენოთ და სიტუაციას მშვიდი გონებით  შეხედოთ. მოერიდეთ ზედმეტ ხარჯებს და ნუ დადებთ საეჭვო გარიგებებს. შეიძლება ბევრს არ მოეწონოს, მაგრამ თქვენი კრიტიკა სამართლიანი იქნება. შეეცადეთ, ცოტა ენერგია მაინც დაზოგოთ პირადი ცხოვრებისთვის და შაბათ-კვირას პაემანზე წახვიდეთ.

სასიკეთო დღეები: 25, 30.

არასასიკეთო დღე: 27.

ტყუპი

ამ კვირაში ვარსკვლავები ბევრ სასიამოვნო მომენტს და კარგ ამბებს გპირდებიან. წარმატება გელით პროფესიულ სფეროში, სადაც ბევრი თქვენგანი შეძლებს გამოავლინოს თავისი საუკეთესო თვისებები და შეასრულოს ვალდებულებები დათქმულ ვადაში. ზოგიერთ თქვენგანს მოუწევს კრიტიკის მოსმენა, მშვიდად მიიღეთ კრიტიკული შენიშვნები და თვითგანვითარებისთვის გამოიყენეთ. ფინანსურად სტაბილური პერიოდი გელით, თქვენი პირადი ცხოვრება კი ჰარმონიით და სიმშვიდით გაგახარებთ, თუ სამსახურსა და სახლს შორის ბალანსს იპოვით.

სასიკეთო დღეები: 26, 29.

არასასიკეთო დღე: 28.

კირჩხიბი

ამ კვირაში სავსე იქნებით ახალი იდეებით, რომელთა განხორციელებასაც უმოკლეს დროში შეძლებთ, ხელმძღვანელების მადლიერებას დაიმსახურებთ და კარიერულ პერსპექტივებს გაიუმჯობესებთ. ეს არის ხელსაყრელი პერიოდი თქვენი პოზიციის გასაძლიერებლად და უფრო მაღალი ზრდის ტემპებისთვის მოსამზადებლად. ხუთშაბათი კარგი დღეა კომუნიკაციისთვის, სწავლისთვის, მოლაპარაკებებისთვის. ვარსკვლავები სასიხარულო ამბებს მოუტანენ მათ, ვინც სამუშაოს ეძებს.  მიუხედავად იმისა, რომ ამ კვირაში ძალიან დატვირთული იქნებით, შეეცადეთ, სათანადო დრო დაუთმოთ ოჯახს. კარგი იქნება, თუ შაბათ-კვირას საყვარელ ადამიანებთან ერთად ბუნებაში გაატარებთ.

სასიკეთო დღეები: 25, 28.

არასასიკეთო დღე: 30.

ლომი

ამ კვირაში შეეცადეთ შეაფასოთ და გამოასწოროთ ბოლო დროს დაგროვილი შეცდომები, რაც საშუალებას მოგცემთ,  თავი  უფრო მსუბუქად და თავისუფლად იგრძნოთ. დიდად სავარაუდოა ახალი ნაცნობობა და შეხვედრები, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს მომავალ ცხოვრებაზე. ფინანსურ სფეროში სტაბილურობა გარანტირებული გექნებათ, თუ ნაჩქარევ, იმპულსურ ქმედებებს არ მიმართავთ. არ არის გამორიცხული მოულოდნელი შემოსავალი, მაგალითად, ინვესტიციებიდან. შაბათ-კვირას სასიამოვნო სიურპრიზები გელოდებათ ახლობლებისგან.

სასიკეთო დღეები: 24, 27.

არასასიკეთო დღე: 25.

ქალწული                                          

ამ კვირაში თქვენი ყველაზე საიდუმლო გეგმები და განზრახვები უნდა განახორციელოთ, თუმცა ზოგიერთ მათგანს ოდნავ კორექტირება დასჭირდება, რაც მოვლენების განვითარებაზეა დამოკიდებული.  შეეცადეთ, არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები, კარგად დაფიქრდით და მერე იმოქმედეთ.  ხუთშაბათს უნდა მოერიდოთ  კონფლიქტურ  სიტუაციას ოჯახში. მაშინაც კი, თუ მართალი ხართ, დიდი ალბათობით, ვერ გაიმარჯვებთ. თუ შაბათ-კვირას მეგობრების წრეში გაატარებთ, ფრიად ღირებულ ინფორმაციას მიიღებთ.

სასიკეთო დღეები: 24, 28.

არასასიკეთო დღე: 26.

სასწორი

ამ კვირის დასაწყისში შესაძლოა მეგობრებისგან საინტერესო შემოთავაზება მიიღოთ, რაც ახალ შესაძლებლობებს გაგიხსნით პროფესიულ საქმიანობაში. წარსული მიღწევები საშუალებას მოგცემთ, დაიწყოთ საკმაოდ პერსპექტიული ბიზნესი. საქმეების დაგეგმვისას მათი უმეტესობა ხუთშაბათსა და პარასკევისთვის მოინიშნეთ. სამშაბათს და კვირას სავარაუდოა მნიშვნელოვანი მოგზაურობები ან მივლინებები. შაბათს მოაგვარებთ ოჯახურ პრობლემებს, დაიწყება სრული ურთიერთგაგებისა და მშვიდად ყოფნის პერიოდი. გაგიჩნდებათ სურვილი, გააკეთოთ რაიმე სასიამოვნო თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის.

სასიკეთო დღეები: 27, 30.

არასასიკეთო დღე: 28.

მორიელი

ამ კვირის დასაწყისში შეაჯამეთ და გააანალიზეთ მოვლენები. მიხვდებით, რომ უკვე ბევრს მიაღწიეთ და ბრწყინვალე პერსპექტივები იხსნება თქვენ წინაშე. ოთხშაბათი კარგი დღეა თქვენში ახალი შესაძლებლობების აღმოსაჩენად, შესანიშნავ ხასიათზე იქნებით, გართულებების  გარეშე უსაფრთხოდ განახორციელებთ ყველაზე ავანტიურისტულ გეგმებს. ვარსკვლავები სასიკეთო გავლენას მოახდენენ თქვენს ოჯახურ ურთიერთობებზე. ყველაფერი, რაც სახლში ხდება, წინასწარ პროგნოზირებადი იქნება და, დიდი ალბათობით, მხოლოდ  სიხარულს მოგიტანთ. შესანიშნავი შაბათ-კვირა გელოდებათ.

სასიკეთო დღეები: 26, 29.

არასასიკეთო დღე: 25.

მშვილდოსანი

ამ კვირაში დაწყებული საქმეების დასრულებას უნდა ელოდოთ. ბევრი პრობლემა დაგიგროვდათ, რომელთა მოგვარებაც დაუყოვნებლად გჭირდებათ. კვირის დასაწყისში არ დაუშვათ, რომ მოულოდნელი სევდა და სასოწარკვეთა დაგეუფლოთ, მით უფრო, რომ ირგვლივ მომხდარი მოვლენები ძალიან პოზიტიური იქნება. ბიზნესმენებს, დიდი ალბათობით, მომგებიანი კონტრაქტები ელით. თქვენი შრომა და ინტელექტი დაფასდება და თქვენი კარიერა ახალ სიმაღლეებს მიაღწევს. პირად ცხოვრებაში მშვიდობა და ჰარმონია შენარჩუნდება, შვილები წარმატებებით გაგახარებენ.

სასიკეთო დღეები: 25, 28.

არასასიკეთო დღე: 29.

თხის რქა

ამ კვირაში ბევრი მუშაობა მოგიწევთ, მაგრამ შედეგს  ცოტა დიდხანს უნდა დაელოდოთ. ყველაზე დატვირთული დღეები შეიძლება იყოს სამშაბათი და ოთხშაბათი. ხელმძღვანელები ძალიან კმაყოფილები იქნებიან თქვენით კვირის მეორე ნახევარში. გამოავლინეთ ნაკლები ემოცია, გამოიყენეთ თქვენი ანალიტიკური უნარი და შეძლებთ ადეკვატურად უპასუხოთ ნებისმიერ გამოწვევას. სახლში არსებული ატმოსფერო დადებითად აისახება თქვენს პროფესიულ საქმეებზე. კვირის ბოლოს შეეცადეთ, დაისვენოთ და ბევრი ახალი რამ ისწავლოთ, ამ დღეებში მოგზაურობა განსაკუთრებით ხელსაყრელია.

სასიკეთო დღეები: 24, 27.

არასასიკეთო დღე: 26.

მერწყული

ამ კვირაში პროფესიულ ცხოვრებაში, თქვენი ენერგიის წყალობით, ყველა დავალების შესრულებას მარტივად შეძლებთ და კარიერაში მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწევთ, რასაც ხელს შეუწყობს ვარსკვლავების დადებითი გავლენა. სამშაბათს გაიზრდება კონტაქტებისა და სასარგებლო საქმიანი შეხვედრების რაოდენობა. შეგიძლიათ იპოვოთ საიმედო მოკავშირეები, თუ გამოავლენთ თქვენს დიპლომატიურ ნიჭსა და ზომიერებას გრძნობას. შაბათ-კვირას შეეცადეთ, მეტი დრო გაატაროთ შვილებთან და საყვარელ ადამიანებთან.

სასიკეთო დღეები: 26, 30

არასასიკეთო დღე: 24.

თევზები

კარგი განწყობა და მიღწეულით კმაყოფილება, ვარსკვლავების დადებით გავლენასთან ერთად, საშუალებას მოგცემთ, ამ კვირაში ნებისმიერ სტრესს გაუძლოთ და გამარჯვებული გამოხვიდეთ ნებისმიერი სიტუაციიდან. თქვენი პოზიტიური ხედვა სამყაროზე საშუალებას მოგცემთ, ყველაზე რთულ ამოცანებსაც კი გაუმკლავდეთ. მოგვიანებით სერიოზულად გამდიდრების შანსიც მოგეცემათ, რომელიც ხელიდან არაფრით არ უნდა გაუშვათ. ახლა კი დროა შვებულება აიღოთ  და შორეულ ქვეყნებში სამოგზაუროდ წახვიდეთ.

სასიკეთო დღეები: 25, 29.

არასასიკეთო დღე: 27.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა