ევროკავშირი რუსული გაყინული აქტივებიდან მიღებულ შემოსავალს უკრაინას გადასცემს
ევროკავშირი რუსული გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენების თაობაზე შეთანხმდა. გადაწყვეტილების შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ლუქსემბურგში მედიასთან განაცხადა.
ბორელის თქმით, პირველი ტრანში დაახლოებით 1,5 მილიარდ ევროს შეადგენს და ამ თანხის გამოყენება უკრაინის სასარგებლოდ, მაქსიმალურად ოპერატიულად დაიწყება.