თეგებით ძიება

კენიაში მოკლეს გადასახადების ზრდის საწინააღმდეგო აქციის რამდენიმე მონაწილე

კენიის დედაქალაქ ნაირობიში, პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა დემონსტრანტებს, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში შეჭრას ცდილობდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, სროლას საპროტესტო აქციის, სულ მცირე, ხუთი მონაწილე ემსხვერპლა, ხოლო ათეულობით ადამიანი დაშავდა.

ქვეყანაში საპროტესტო აქცია გადასახადების გაზრდის საკანონმდებლო ინიციატივას უკავშირდება.

როგორც სააგენტო Reuters-ი იუწყება, პოლიციამ ცეცხლი მას შემდეგ გახსნა, რაც ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის მეშვეობით საპროტესტო აქცია ვერ დაშალა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა