შვეიცარიამ მოქმედი ჩემპიონი იტალია დაამარცხა და მეოთხედფინალში ითამაშებს
ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში შვეიცარიამ იტალიას 2:0 მოუგო და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.
შვეიცარია აშკარად სჯაბინდა მეტოქეს და 2:0 დაწინაურდა, რის შემდეგაც იტალიამ შეუტია, მაგრამ შედეგს ვერ მიაღწია, დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.
შვეიცარია 1/4-ფინალში ინგლისსა და სლოვაკეთს შორის გამარჯვებულს 6 ივლისს შეხვდება.
ბერლინი. „ოლიმპიაშტადიონი“
შვეიცარია - იტალია 2:0
გოლები: 1:0 ფროილერი (37), 2:0 ვარგასი (46)
ფროილერის პირველ გოლამდე შვეიცარიელებმა 31 გადაცემა გაკეთეს, რაც ევრო 2024-ის რეკორდია.
"სკუადღა აძურა" 2004 წლის შემდეგ პირველად ვერ გავიდა მეოთხედფინალში.
.იტალიამ 4 მატჩში იმაზე მეტი გოლი(5) გაუშვა, ვიდრე მთელ წინა ევროპირველობაზე, როდესაც ჩემპიონი გახდა.