ნევადაში, UFC 303-ის ღონისძიებაზე რომან დოლიძემ ენტონი სმიტი დაამარცხა
ნევადაში, UFC 303-ის ღონისძიებაზე რომან დოლიძე ენტონი სმიტს დაუპირისპირდა.
სამრაუნდიან ორთაბრძოლაში ქართველის უპირატესობა აშკარა იყო და რომანმა მეტოქე მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით (30:27, 29:28. 29:28) დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ ქართველმა მებრძოლმა ეს დაპირისპირება ნახევრად მძიმე წონით კატეგორიაში გამართა და ამ დივიზონში რეიტინგის მეათე საფეხურზე აინაცვლებს. რომან დოლიძის მთავარი ასპარეზი კი საშუალო წონის დივიზიონია, სადაც ასევე მეათე პოზიციაზე იმყოფება.
ბათუმელი მებრძოლი პირველი ქართველია, რომელიც ერთდროულად ორი დივიზიონის რეიტინგში იქნება.
35 წლის ქართველმა მებრძოლისთვის წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ქარდზე გამარჯვება მშვენიერი შესაძლებლობაა ხმამაღალი განცხადება გააკეთოს და კვლავ მიუახლოვდეს ტიტულზე პრეტენდენტთა რიგებს.