არ დაგვავიწყდეს, რომ კარში დგას მამარდაშვილი და ის დღესაც უკვე მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა - დავით მინაშვილი
ველი დაახლოებით იგივე თამაშს, რაც იყო პორტუგალიასთან, - ამის შესახებ სპორტულმა მიმომხილველმა, დავით მინაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„გასაგებია რომ პორტუგალიის მსგავსად ესპანეთიც ფავორიტია. ბუნებრივია, რომ მათ უფრო მეტად ექნებათ ბურთი, უფრო მეტად ექნებათ სათამაშო უპირატესობა, მაგრამ ის თუ როგორ ითამაშეს ჩვენებმა პორტუგალიასთან, თუ ყველაფერი კარგად გააკეთეს და მწვრთნელის დავლებები შეასრულეს, მე დარწმუნებული ვარ, რომ შანსი ჩვენც გვექნება. გარკვეული სივრცეები გაჩნდება და ქართველი ფეხბურთელები ამ სივრცეების გამოყენებას ეცდებიან. პლუს ამას არ დაგვავიწყდეს, რომ კარში დგას მამარდაშვილი და ის დღესაც უკვე მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა“, - აღნიშნა მინაშვილმა.