თეგებით ძიება
30. 06. 2024 სპორტი

მამარდაშვილი, მიქაუტაძე და კვარაცხელია: სამი წმინდა სამება და რვა გლადიატორი - ასეთია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა - elperiodico

"მამარდაშვილი, მიქაუტაძე და კვარაცხელია - საქართველოს წმინდა სამება" - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გავლენიანი ესპანური გამოცემა elperiodico.

დებიუტანტი გუნდის მოულოდნელი რეიტინგი არც მეკარის აღებული გოლებით აიხსნება, არც მისი ორი უძლიერესი თავდამსხმელით და არც საუკეთესო ბომბარდირით. საქართველოს ჰყავს ორი სტატისტიკური ლიდერი, რომელიც გუნდში განმსაზღვრელ ფუნქციას ასრულებს: ის, ვინც ასე პროფესიონალურად უშლის ხელს გოლების გატანას და ის, ვისაც გოლები გააქვს. გიორგი მამარდაშვილი და გიორგი მიქაუტაძე ნაკრების ორი საკვანძო ფიგურაა. მესამე არის ხვიჩა კვარაცხელია. ისინი არიან ნაკრების წმინდა სამება და ამას ემატება 8 გლადიატორი.

საქმე ის კი არაა, რომ ისინი ნაკლებად ან მეტად შრომობენ, ვიდრე დანარჩენები. ასე რომ იყოს, რეიტინგებში პირველ ადგილზე ვერ აღმოჩნდებოდნენ. მაგრამ, ამ სამი მოთამაშის წყალობით, მათ სერიოზული ნახტომი გააკეთეს და ერთი ქულით მეტი აიღეს, ვიდრე მათმა კონკურენტებმა.

საერთო ჯამში, არც ამ სამის და არც დანარჩენის გარეშე, ამ შემადგენლობის გარეშე, ამ ნაკრების მონაწილეობა ევრო 2024-ზე წარმოუდგენელი იქნებოდა.

აიპრესი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა