თეგებით ძიება
01. 07. 2024 სპორტი

"ქართველები იყვნენ იქ შემთხვევით მოხვედრილები, გამართლების და გავარდნის ხარჯზე!" - კრისტი ლაბაძე საქართველოს ნაკრებზე

გერმანიაში მცხოვრები ტრანსგენდერი ქალი, კრისტი ლაბაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ესპანეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების დაპირისპირებას ეხმაურება.

"რა ქენით დაიოკეთ ქართველებმა ამბიციები? 

ქართველები იყვნენ იქ შემთხვევით მოხვედრილები. გამართლების და გავარდნის ხარჯზე! აი როგორც ხვიჩამ გუშინ ავტოგოლი ლამის თავის გატანილად რომ ჩაითვალა! ესპანელებმა დაახიეს ბურთი ქართველებს! კარგი ბიჭები არიან მაგრამ არ იციან თამაში! ქართულმა ტელევიზიებმა ესეთი ანონსები დადეს მეთქი ესპანელებს შეეშინდათ და აღარ გამოდიან სტადიონზეთქო! ანუ ტიპებს 90 წუთიდან 89 წუთი ბურთი ქონდათ.

გაგამაიმუნეს, ჩააცვეს მაიმუნის ჩოხები და გამოუშვეს სახლში! მორჩა კინო ნახვამდის!", - წერს კრისტი ლაბაძე.

შეგახსენებთ, ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის მერვედფინალში საქართველოს ნაკრები კიოლნის სტადიონზე ესპანეთს დაუპირისპირდა. საქართველოს ნაკრები “ფურია როხასთან” 4:1 დამარცხდა.   


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა