თეგებით ძიება
04. 07. 2024 მსოფლიო

"მე ვარ "დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატი - არ მივდივარ, კენჭს ვიყრი, რბოლაში ბოლომდე ვრჩები" - ჯო ბაიდენი

ნება მო­მე­ცით ვთქვა ეს რაც შე­იძ­ლე­ბა ნათ­ლად და მარ­ტი­ვად: კენ­ჭს ვიყ­რი, რბო­ლა­ში ბო­ლომ­დე ვრჩე­ბი, - ამის შე­სა­ხებ აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა, ჯო ბა­ი­დენ­მა გა­ნა­ცხა­და.

BBC-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბა­ი­დენ­მა და ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა კა­მა­ლა ჰა­რის­მა თეთრ სახ­ლში, და­ხუ­რულ კარს მიღ­მა ლან­ჩი გა­მარ­თეს, იმ ფონ­ზე, როცა გაჩ­ნდა სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი : ჩა­ა­ნაც­ვლებს თუ არა მას ჰა­რი­სი პარ­ტი­ის კან­დი­და­ტად ნო­ემ­ბრის არ­ჩევ­ნებ­ში.

ამის შემ­დეგ წყვილ­მა სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი გა­მარ­თა "დე­მოკ­რა­ტებ­თან“, სა­დაც ბა­ი­დენ­მა ცხად­ყო, რომ არ­ჩევ­ნებს არ ეთი­შე­ბა.

"მე ვარ "დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის“ კან­დი­და­ტი. ვე­რა­ვინ გა­მაგ­დებს. არ მივ­დი­ვარ“, - ცი­ტი­რებს BBC-ი ბა­ი­დენს.

კი­თხვე­ბი იმის შე­სა­ხებ, გა­აგ­რძე­ლებს თუ არა 81 წლის ჯო ბა­ი­დე­ნი სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ას, ყო­ფილ პრე­ზი­დენ­ტთან და "რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბის“ საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­დატ­თან, დო­ნალდ ტრამ­პთან გა­მარ­თუ­ლი სა­ტე­ლე­ვი­ზიო დე­ბა­ტე­ბის შემ­დეგ გაჩ­ნდა. დე­ბა­ტე­ბის შემ­დეგ "დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის“ წრე­ებ­ში გაჩ­ნდა შეშ­ფო­თე­ბა, რამ­დე­ნად შე­ე­სა­ბა­მე­ბა ბა­ი­დე­ნი პრე­ზი­დენ­ტის პოსტს და აქვს თუ არა მას არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა