თეგებით ძიება

საზღვაო პარაშუტით ფრენას 37 წლის ქალი ემსხვერპლა - ბათუმში მომხდარი ტრაგედიის ახალი დეტალები

ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ახალი დეტალები გახდა ცნობილი - კატარღაზე მობმული პარაშუტიდან ჩამოვარდნილი 2 ტურისტი ქუვეითის მოქალაქე იყო. 37 წლის ქალი ადგილზე დაიღუპა, 39 წლის მამაკაცი კი კლინიკაშია მოთავსებული.

გავრცელებული ინფორმაციით, საზღვაო პარაშუტი ქარმა დააზიანა. გაწყდა კატერზე მისაბმელი და საფრენი მოწყობილობა სიმაღლიდან წყალში ჩავარდა.

"კურიერის" გადამღები ჯგუფი დღეს იმ იახტ კლუბში მივიდა, საიდანაც კატერმა საზღვაო პარაშუტით, ზღვაში ტურისტები გაიყვანა. კერძო კომპანიაში ამტკიცებენ რომ საფრენი მოწყობილობა ტექნიკურად გამართული იყო და ტრაგედიის მიზეზს მხოლოდ ამინდს უკავშირებენ. იყო თუ არა უსაფრთხოების ზომები დაცული და შეიძლებოდა თუ არა ტრაგედიის თავიდან აცილება, ამას გამოძიება დაადგენს.

"კურიერის" ინფორმაციით, უკვე ორი დღეა სამართალდამცველები თვითმხილველებს და იახტ კლუბის თანამშრომლებს კითხავენ. საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 275-ე მუხლით დაიწყო, რაც წყლის ტრანსპორტის ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა