თეგებით ძიება

"ღმერთი მხოლოდ მდაბალთა აძლევს მადლს" - მეუფე შიო

ღმერ­თმა აკურ­თხოს ჩვე­ნი ძა­ლის­ხმე­ვა, რომ ვი­ყოთ წმინ­და და ჩავ­წვდეთ ცხოვ­რე­ბის ერ­თა­დერთ უმ­თავ­რეს მი­ზანს - ვე­ძი­ოთ სა­სუ­ფე­ვე­ლი ღვთი­სა და მო­ვი­პო­ვოთ სიმ­დაბ­ლე... რა­მე­თუ ღმერ­თი მხო­ლოდ მდა­ბალ­თა აძ­ლევს მადლს,- ამის შე­სა­ხებ სა­პატ­რი­არ­ქო ტახ­ტის მო­საყ­დრემ, სე­ნა­კი­სა და ჩხო­რო­წყუს მიტ­რო­პო­ლიტ­მა შიომ (მუ­ჯი­რი) ქა­და­გე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ის­ტო­რია გვას­წავ­ლის, რომ ტან­ჯვა, სიმ­ძი­მი­ლი და მწუ­ხა­რე­ბა, თუ მას ადა­მი­ა­ნი გო­ნივ­რუ­ლად შეხ­ვდე­ბა, "მიმყვა­ნე­ბე­ლია ამაღ­ლე­ბი­სა და აღ­მას­ვლის­კენ“.

"ძვირ­ფა­სო მა­მე­ბო, ძმე­ბო და დებო, გი­ლო­ცავთ დღე­ვან­დელ დღეს. დღეს არის სულთმო­ფე­ნო­ბი­დან მე-2 კვი­რა, რო­დე­საც აღი­ნიშ­ნე­ბა ათო­ნის წმინ­და მთის ღირ­სი მა­მე­ბის ხსე­ნე­ბა და წელს ეს დღე და­ემ­თხვა წმინ­და იო­ა­ნე ნათ­ლის­მცემ­ლის შო­ბის დღე­სას­წა­ულს.

რო­გორც იცით, წმინ­და იო­ა­ნე ნათ­ლის­მცე­მე­ლი მო­ნაზვნო­ბის ფუ­ძემ­დებ­ლად ით­ვლე­ბა. ასე უწო­დებს მას არა­ერ­თი წმინ­და მამა. ასე­ვე ათო­ნე­ლი მა­მე­ბიც იყ­ვნენ მო­ნაზვნე­ბი, რომ­ლებ­მაც სა­ე­რო ცხოვ­რე­ბა და­ტო­ვეს და ქრის­ტეს შე­უდ­გნენ.

ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით დღეს იყო წა­კი­თხუ­ლი სა­ხა­რე­ბი­დან მო­ნაკ­ვე­თი, სა­დაც მო­თხრო­ბი­ლია, რომ უფა­ლი იესო ქრის­ტე მო­უ­წო­დებს თა­ვის პირ­ველ მო­წა­ფე­ებს და ეტყვის: "მო­დით და გა­მომ­ყე­ვით მე" (მთ. 4, 19). უფ­ლის ეს სი­ტყვე­ბი - "მო­დით და გა­მომ­ყე­ვით“ - არის მო­წო­დე­ბა ყო­ვე­ლი ჩვენ­გა­ნი­სად­მი. ასე­ვე ყო­ველ ჩვენ­განს მი­მარ­თავს წმინ­და პეტ­რე მო­ცი­ქუ­ლიც, რო­დე­საც ამ­ბობს: "წმინ­და იყოს ყო­ვე­ლი თქვე­ნი ქცე­ვა, რო­გორც წმინ­დაა თქვე­ნი მხმო­ბე­ლი" (1 პეტრ. 1, 15). იმა­ვე მო­წო­დე­ბით მოგ­ვმარ­თა­ვენ ყვე­ლა წმინ­და­ნე­ბი, ვი­საც ჩვენს ლოც­ვებ­ში მივ­მარ­თავთ. არ­სე­ბი­თად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ უფ­ლის ეკ­ლე­სია მხო­ლოდ ერთ რა­მეს ითხოვს ჩვენ­გან: სიწ­მინ­დეს და მხო­ლოდ სიწ­მინ­დეს.

ამ მო­წო­დე­ბას მთე­ლი ამ სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ადა­მი­ა­ნის გული სი­ხა­რუ­ლით სცემს პა­სუხს. რა­ტომ? იმი­ტომ, რომ ადა­მი­ანს სწყუ­რია მა­რა­დი­სო­ბის ღირ­სი ცხოვ­რე­ბა. მაგ­რამ განა ღირ­სია მა­რა­დი­სო­ბის ის სუ­ლი­ე­რი გან­წყო­ბე­ბი, რომ­ლებ­ზეც ხში­რად ვიმ­ყო­ფე­ბით? ის წვრილ­მა­ნი საზ­რუ­ნა­ვე­ბი, ამა­ო­ე­ბა, შფო­თი ან გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა, მრის­ხა­ნე­ბა, უთან­ხმო­ე­ბა, რო­მელ­შიც ხში­რად ვიმ­ყო­ფე­ბით; ან შური, ან სევ­და და გამ­წა­რე­ბა ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის გამო, რო­მე­ლიც ხში­რად აქვს მრა­ვალ ჩვენ­განს, ეს ყვე­ლა­ფე­რი არ არის მა­რა­დი­სო­ბის ღირ­სი. მაშ, რა არის ღირ­სი მა­რა­დი­უ­ლი ცხოვ­რე­ბი­სა? ღირ­სია სიყ­ვა­რუ­ლი და სიყ­ვა­რულ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი შე­მოქ­მე­დე­ბა, ამ შე­მოქ­მე­დე­ბის ნა­ყო­ფე­ბი და ამ შე­მოქ­მე­დე­ბის ნა­ყო­ფებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სი­ხა­რუ­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ წმინ­და პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლის სი­ტყვებს, რომ ეს არის სი­ხა­რუ­ლი, მშვი­დო­ბა და სი­მარ­თლე სუ­ლიწ­მი­და­ში, რაც არის სა­სუ­ფე­ვე­ლი ღვთი­სა, რო­მე­ლიც ჩვენ­შია და რო­მელ­ზეც უფა­ლი იესო ქრის­ტე ამ­ბობს: "ეძი­ებ­დეთ პირ­ვე­ლად სა­სუ­ფე­ველ­სა ღვთი­სა­სა და სი­მარ­თლე­სა მის­სა და ეს ყვე­ლა­ფე­რი შე­გე­მა­ტე­ბათ თქვენ" (მთ. 6, 33). ეს არის სა­სუ­ფე­ვე­ლი, რო­მე­ლიც სუ­ლიწ­მი­დის მად­ლით შე­მო­დის ჩვენ­ში.

ადა­მი­ა­ნებ­მა, იცი­ან რა, თუ რამ­დე­ნი სი­კე­თე მო­აქვს ამ ყვე­ლა­ფერს, უფ­ლის მო­წო­დე­ბას პა­სუხს სცე­მენ. თუმ­ცა ხში­რად ხდე­ბა, რომ ადა­მი­ა­ნი პა­სუხს სცემს ამ მო­წო­დე­ბას, მაგ­რამ მა­ლე­ვე ბრკოლ­დე­ბა და უკან იხევს.

ეს რა­ტომ ხდე­ბა? იმი­ტომ, რომ სიწ­მინ­დეს აქვს ორი მხა­რე, ძვირ­ფა­სო ძმე­ბო და დებო.

ერთი მხა­რე არის ქა­რიზ­მა­ტუ­ლი, ანუ მად­ლის­მი­ე­რი. მას­ში, რო­გორც ამ­ბობს პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლი, თვით იესო ქრის­ტე გა­მო­სა­ხავს სა­კუ­თარ თავს და ჩვენ ამ სიწ­მინ­დე­ში ქრის­ტეს ვცემთ თაყ­ვანს. მას­ში ვლინ­დე­ბა და გა­ცხად­დე­ბა სუ­ლიწ­მი­და, ვლინ­დე­ბა მისი ნი­ჭე­ბი. აი, ეს არის ერთი მხა­რე სიწ­მინ­დი­სა.

მე­ო­რე მხა­რე არის ას­კე­ტუ­რი მხა­რე, ვი­ნა­ი­დან სიწ­მინ­დის მო­პო­ვე­ბა გუ­ლის­ხმობს ღვაწლს და დიდ სუ­ლი­ერ შრო­მას, ღვაწ­ლი კი არის ჯვა­რი, ტან­ჯვა და სიმ­ძი­მი­ლი, რაც ძა­ლი­ან არ გვიყ­ვარს და ყვე­ლა­ნა­ი­რად გა­ვურ­ბი­ვართ მას. ამი­ტომ ბრკოლ­დე­ბა ბევ­რი ადა­მი­ა­ნი. მაგ­რამ ჩვენ ხომ გვახ­სოვს, რომ სა­სუ­ფევ­ლის­კენ მიმყვა­ნე­ბე­ლი გზა გა­დის გოლ­გო­თა­ზე, ეკ­ლე­სი­ი­სა და კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რია გვას­წავ­ლის, რომ ტან­ჯვა, სიმ­ძი­მი­ლი და მწუ­ხა­რე­ბა, თუ მას ადა­მი­ა­ნი გო­ნივ­რუ­ლად შეხ­ვდე­ბა, მიმყვა­ნე­ბე­ლია ამაღ­ლე­ბი­სა და აღ­მას­ვლის­კენ. ამი­ტომ ტან­ჯვის უარ­ყო­ფა არის უარ­ყო­ფა სრულ­ყო­ფი­ლე­ბი­სა, ეს არის უარ­ყო­ფა ამაღ­ლე­ბი­სა. ამი­ტო­მაც სცე­მენ პა­სუხს ადა­მი­ა­ნე­ბი ღვთის ამ მო­წო­დე­ბას.

ღმერ­თმა აკურ­თხოს ჩვე­ნი ძა­ლის­ხმე­ვა, რომ ვი­ყოთ წმინ­და უფ­ლის მო­წო­დე­ბი­სა­მებრ, ვი­ყოთ წმინ­და და ჩავ­წვდეთ ცხოვ­რე­ბის ერ­თა­დერთ უმ­თავ­რეს მი­ზანს - ვე­ძი­ოთ სა­სუ­ფე­ვე­ლი ღვთი­სა და მო­ვი­პო­ვოთ სიმ­დაბ­ლე, ვი­ქო­ნი­ოთ სიმ­დაბ­ლე, რა­მე­თუ ღმერ­თი მხო­ლოდ მდა­ბალ­თა აძ­ლევს მადლს და მხო­ლოდ მდა­ბალ­ნი გუ­ლი­თა აცხო­ნეს, - რო­გორც ამ­ბობს და­ვით წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლი.

ღმერ­თმა დაგ­ლო­ცოთ და გა­გაძ­ლი­ე­როთ, გი­ლო­ცავთ კი­დევ ერთხელ ღირ­სი ათო­ნე­ლი მა­მე­ბის ხსე­ნე­ბას, წმინ­და იო­ა­ნე წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლის ხსე­ნე­ბას, წი­ნა­მორ­ბე­დის ხსე­ნე­ბას; დღეს ვე­ვედ­როთ ამ დიდ წმინ­და­ნებს, რომ ილო­ცონ ჩვენ­თვის, რათა უფალ­მა მოგ­ვცეს გამ­ბე­და­ო­ბა და სიმ­ტკი­ცე იმის­თვის, რომ ყო­ველ­თვის გვეს­მო­დეს ხმა ქრის­ტე­სი, რო­მე­ლიც ჩვენ მოგ­ვი­წო­დებს და პა­სუხს ვცემ­დეთ მას ფსალ­მუ­ნე­ბის სი­ტყვე­ბით: "გან­მზა­დე­ბულ არს გული ჩემი შენ­და­მი ღმერ­თო, გან­მზა­დე­ბულ არს გული ჩემი, ამინ!" (ფსალ. 107, 2).

ღმერ­თმა დაგ­ლო­ცოთ და გა­გაძ­ლი­ე­როთ. მრა­ვალს და­ეს­წა­რით“,- აღ­ნიშ­ნა მე­უ­ფე შიომ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა