ქედაში, ახალგაზრდა კაცმა შშმ ქალზე ჯერ ფიზიკურად შემდეგ კი სექსუალურად იძალადა - საქმეზე გამოძიება დაიწყო
ქედის მუნიციპალიტეტში 35 წლის შშმ პირის გაუპატიურების ფაქტზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 137-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ერთ-ერთ სოფელში ნათესავთან სტუმრად იმყოფებოდა, რომელმაც მეზობელ ქალზე ჯერ ფიზიკურად შემდეგ კი სექსუალურად იძალადა.