თეგებით ძიება

კახა კალაძე: მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ლევან კობიაშვილს

მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ლევან კობიაშვილს, რომელმაც მართლაც თავისი შრომით, ნიჭიერებით ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრები ყოფილიყო მოწოდების სიმაღლეზე, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ლევან კობიაშვილს, რომელმაც მართლაც თავისი შრომით, ნიჭიერებით ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრები ყოფილიყო მოწოდების სიმაღლეზე. ეს გამარჯვება და წარმატება შემთხვევით არ მოსულა. ყველაფერს საფუძველი ჩაეყარა 2015 წელს. მთელი ამ ხნის განმავლობაში მიდიოდა მუშაობა იმაზე, რომ მიგვეღო ის შედეგი, რაც მივიღეთ. პირველი - საქართველოს ნაკრები მოხვედრილიყო ევროპის, ან მსოფლიო ჩემპიონატზე, რაც რა თქმა უნდა, მოვახერხეთ და შევძელით.

ეს დამსახურებაა სწორი მენეჯმენტის, გადაწყვეტილებების. იყო რთული მომენტებიც. გვახსოვს, შარშანაც გვქონდა შესაძლებლობა, გავსულიყავით ევროპის ჩემპიონატზე, მაგრამ სამწუხაროდ მაკედონიასთან დავმარცხდით. ბევრს არ სჯეროდა, ბევრი კრიტიკა მიიღეს ჩვენმა ბიჭებმა, ეროვნულმა ნაკრებმა, ხშირად დაუმსახურებელიც კი, მაგრამ მთავარი არის რწმენა. ადამიანებს, ვისაც გვჯეროდა, რომ ამ გზით, ამ სულისკვეთებით მივაღწევდით წარმატებას და ეს შემთხვევით არ ხდება. მინდა ლევანს მადლობა გადავუხადო გაწეული შრომისთვის, ვიცე-პრეზიდენტებს, არ მინდა ვინმე გამომრჩეს. ნაკრებმა დადო ის შედეგი, რაც არა მხოლოდ ქართული ფეხბურთისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, მომავალი თაობებისთვის იყო მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა კალაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა