ნიგერიაში სკოლის შენობის ჩამონგრევის შედეგად 22 ბავშვი დაიღუპა - უმძიმესი კადრები
ნიგერიაში სკოლის შენობის ჩამონგრევის შედეგად 22 ბავშვი დაიღუპა და 130-ზე მეტი დაშავდა. BBC-ის ცნობით, შემთხვევა ცენტრალური პლატოს შტატის დედაქალაქ ჯოსში, პარასკევს დილით მოხდა, როდესაც მოსწავლეები გამოცდებს წერდნენ. პოლიციის ცნობით, დაშავებულები მკურნალობას საავადმყოფოში აგრძელებენ. ცნობილია, რომ სკოლაში 1000-ზე მეტი ბავშვი სწავლობს.
ადგილობრივმა მცხოვრებმა, აბელ ფუანდაიმ BBC-ს განუცხადა, რომ "ტრაგედიის მასშტაბები საშინელია". ნგრევის მიზეზი, ამ დროისთვის, უცნობია, თუმცა, ადგილობრივების თქმით, ეს სამდღიანი ძლიერი წვიმის შემდეგ მოხდა.